ბესიკ დონაძე - არც ერთი პირი არ დასჯილა, რომელმაც მოახერხა, რომ 40-ლიტრიან ავზში 60 ლიტრი საწვავი ჩაესხა

არც ერთი პირი არ დასჯილა, რომელმაც მოახერხა 40-ლიტრიან ავზში 60 ლიტრი საწვავი ჩაესხა, - აღნიშნულის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა წევრმა ბესო დონაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ის განმარტავს, საწვავის ხარჯვაზე კონტროლი არაეფექტურად მიმდინარეობს.

„ბენზინის ხარჯვას რაც შეეხება, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არის ხელისუფლება, რომელიც 40-ლიტრიან ავზში 60 ლიტრს ასხამს. ბევრი მაგალითი გვაქვს, როცა საწვავის ხარჯვა მატულობს იმ პერიოდში, როცა საარჩევნო პერიოდი მიმდინარეობს და საწვავს, რომელიც სახელმწიფოებრივი დანიშნულებისთვის უნდა გამოიყენონ, პარტიული მიზნებისთვის იყენებენ. არაერთხელ დადასტურდა, რასაც ოპოზიცია ვამბობდით, ეს უკვე დოკუმენტალურად სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა დაადასტურა, აღნიშნულზე გამოძიება არ დაწყებულა და არ დასჯილა არც ერთი პირი, რომელმაც მოახერხა, რომ 40-ლიტრიან ავზში ჩაესხა 60 ლიტრი სწვავი. ზოგადად, საწვავის ხარჯვაზე კონტროლი არაეფექტურად მიმდინარეობს იქიდან გამომდინარე, რომ მათ ეს საწვავი სხვადასხვა მიზნებისთვის სჭირდებათ. შესაბამისად, არაეფექტური კონტროლი ხორციელდება სპეციალურად“, - განაცხადა დონაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა