შსს-მ ერთი პირი დააკავა, რომელიც მოქალაქეებს გარკვეული თანხის სანაცვლოდ შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზების დამზადებას დაჰპირდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა თაღლითობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს, რომელიც საქართველოს ორ მოქალაქეს გარკვეული თანხის გადახდის სანაცვლოდ, ამერიკის შეერთებულ შტატებში გასამგზავრებელი ბილეთების შეძენას, აშშ-ში საცხოვრებლით, სამსახურით უზრუნველყოფასა და სამუშაო ვიზების დამზადებას დაჰპირდა, თუმცა შეთანხმება არ შეასრულა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარმა სამმართველოს თანამშრომლებმა ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან აქტიური თანამშრომლობით, დიდი ოდენობით ჩადენილი თაღლითობის ბრალდებით - 1990 წელს დაბადებული ს.ფ. თბილისში დააკავეს.

დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ქალი საქართველოს მოქალაქეებს - მ.შ.-ს და ჯ.გ.-ს, გარკვეული თანხის გადახდის სანაცვლოდ, ამერიკის შეერთებულ შტატებში გასამგზავრებელი ბილეთების შეძენას, აშშ-ში საცხოვრებლით, ასევე, სამსახურით უზრუნველყოფასა და სამუშაო ვიზების დამზადებას დაჰპირდა.

ბრალდებულმა აღნიშნულ მოქალაქეებს პასპორტები და ფული იმ მოტივით გამოართვა, რომ დოკუმენტებს ვიზის განაცხადის შესავსებად გამოიყენებდა, თუმცა თანხის მიღების შემდეგ შეთანხმება არ შეასრულა. ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების შედეგად, იგი უკანონოდ დაეუფლა ჯამში 15 ათას 168 ლარს.

აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ს.ფ.-ს, რომელიც სამართალდამცავ ორგანოში გამოცხადებას თავს არიდებდა, საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით თაღლითობა) ბრალი დაუსწრებლად წარედგინა, ხოლო სასამართლოს მიერ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. სამართალდამცველებმა ქალი ბრალდებულის სახით დააკავეს და პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს.

გარდა აღნიშნული ფაქტისა, გამოძიებით დადგინდა, რომ ს.ფ.-მ 2021 წელს თაღლითობის კიდევ რამდენიმე ფაქტი ჩაიდინა, რომლებზეც გამოძიებას აწარმოებს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველო, ძველი თბილისის მთავარი სამმართველო და სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონული სამმართველო.

თაღლითობის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით გრძელდება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ირაკლი მელაშვილი - დასავლური კურსი დეკლარირებული გვაქვს, მაგრამ ხელისუფლებას მკაფიოდ აქვს გასაცემი პასუხი კითხვაზე - რატომ ამბობს საქართველო უარს დასავლეთის სამხედრო დახმარებაზე
მამუკა გამყრელიძე - პუტინისთვის საბედისწერო აღმოჩნდა შანხაის  სამიტი, მან სამარყანდში დაინახა, რომ  მარტო დარჩა, ამიტომაც შეცვალა ომის მიზანი
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2022
ბორის სოკოლოვი - პუტინს ნებისმიერ ფასად უნდა ომში გამარჯვება, ამაზეა დამოკიდებული მისი პოლიტიკური მომავალი და ფიზიკურად გადარჩენაც, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, რომ იგი მზადაა, გამოიყენოს თუნდაც ტაქტიკური ბირთვული იარაღი
კახა ოქრიაშვილი - ჩვენი ეკონომიკა მინუსშია! დაბეჭდავენ ფულს, როგორც აქამდე და დაარიგებენ, ოღონდ ამ ფულით უფრო ნაკლებს ვიყიდით, ვიდრე დღეს ვყიდულობთ
წარმატება, რომელსაც BTU-მ 6 წლის განმავლობაში მიაღწია
ქართული ხალხური სიმღერის გამორჩეულ ოსტატსა და ლოტბარს, ტრისტან სიხარულიძეს სპეციალური ჯილდო - „მადლიერების ჩიტი“ გადაეცა
ქართული ციფრული ბანკების გლობალური აღიარება
ვოლტი ზუგდიდშია