გიგი წერეთელი - არც ერთი სხდომა, მათ შორის უშიშროების საბჭოს სხდომა არ იმართება და ვერ ვხედავთ განწყობის შექმნას, რომ ეს ჩვენც გვეხება - ბევრი ინფორმაციაა, რაც მიუთითებს, რომ რუსეთი შეჭრას აპირებს

არც ერთი რაიმე მნიშვნელოვანი სხდომა, მათ შორის, უშიშროების საბჭოს სხდომა არ იმართება და ვერ ვხედავთ რაღაც მზადყოფნას და განწყობის შექმნას, რომ ეს ჩვენც გვეხება,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგი წერეთელმა უკრაინის სოლიდარობის აქციაზე განაცხადა.

მისი თქმით, იმ პირობებში, როდესაც საქართველოს უკრაინისთვის არც სამხედრო და არც ეკონომიკური დახმარების გაწევა არ შეუძლია, პოლიტიკურად სოლიდარობის გამოხატვით უნდა აქტიურობდეს.

„ნებისმიერი აქტივობა საზოგადოების მხრიდან, განსაკუთრებით საქართველოში, სადაც ხელისუფლებას აქვს არჩეული ძალიან არასწორი, პასიური გზა, არის მნიშვნელოვანი ამ საერთო ძალისხმევაში, რომელიც აქვს მსოფლიოს რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად და იმისთვის, რომ ის დრამა არ განვითარდეს უკრაინაში, რომელიც შეიძლება რომ განვითარდეს და რისი ფასიც ჩვენ ვიცით. სამწუხაროდ, ეს გამოცდილი გვაქვს საქართველოში. ამიტომ ეს ყველას უნდა მიგვაჩნდეს საკუთარ საფრთხედ და მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება მივაღწიოთ მიზანს. ასეთი პასიურობით და ხმის ამოუღებლობით იქნება ცუდი შედეგი და რუსეთი თავის მიზანს მიაღწევს. არის ბევრი ისეთი ინფორმაცია, რომელიც მიუთითებს, რომ რუსეთი აპირებს შეჭრას, მაგრამ ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმ ერთიანობაზე, რომელიც დასავლეთს ექნება.

თუ რუსეთი იგრძნობს, რომ მას დიდი ფასის გადახდა მოუწევს და დიდი ძალა იქნება მის წინააღმდეგ, ის, რა თქმა უნდა, მიიღებს სხვა გადაწყვეტილებას. თუმცა სახის შენარჩუნების მიზნით მაინც ეცდება რაიმე სარგებელი მიიღოს,“- განაცხადა გიგი წერეთელმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა