კამალა ჰარისი - რუსეთი კვლავ გააგრძელებს იმის თქმას, რომ უკრაინაზე თავდასხმას არ აპირებს, სინამდვილეში კი ხელსაყრელ მომენტს ელოდება

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, კამალა ჰარისი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში სიტყვით გამოვიდა, სადაც უკრაინა-რუსეთის საზღვარზე არსბეულ ვითარებაზე ისაუბრა. მისი თქმით, რუსულ აგრესიას აქვს თავისი სცენარი, რომელიც აშშ-მა ძალიან კარგად იცის და რუსეთი კვლავ გააგრძელებს იმის თქმას, რომ უკრაინაზე თავდასხმას არ აპირებს, სინამდვილეში კი ხელსაყრელ მომენტს ელოდება.

„მოსკოვის ქმედებები მათივე განცხადებებს არ შეესაბამება. ხაზგასმით ვამბობ: თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, აშშ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად მას უპრეცედენტო ეკონომიკურ სანქციებს დაუწესებს. ეს სანქციები გამიზნული იქნება რუსულ ფინანსურ ინსტიტუტებზე“, - განაცხადა კამალა ჰარისმა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია