თავდაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტის მობილობისა და სტატუსის შეჩერების საკითხები ახლებურად დარეგულირდება

თავდაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტის მობილობისა და სტატუსის შეჩერების საკითხები ახლებურად დარეგულირდება.

შესაბამისი ცვლილებები "უმაღლესი განათლების შესახებ" კანონში შედის, რომელსაც პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი 21 თებერვლის სხდომაზე განიხილავს.

პროექტის მიხედვით, სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტს სტატუსის შეჩერების უფლება ექნება - თავდაცვის სამინისტროს სისტემის მიერ უცხო ქვეყანაში წარგზავნის შემთხვევაში სამხედრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვისას; აკადემიური უმაღლესი განათლების მეორე საფეხურზე იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტის სტატუსის შეჩერების აუცილებლობა ინიცირებული იქნება იმ ადმინისტრაციული ორგანოსაგან, რომელშიც სწავლის პერიოდში დასაქმებულია სტუდენტი. ასევე სტატუსის შეჩერების უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა მიეცემა ორსულობის, მშობიარობის, ბავშვის მოვლისა ან სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მქონე სტუდენტს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში - სამხედრო სამსახურისთვის შეუსაბამობის დადგენის საფუძველზე.

კანონის პროექტში აღნიშნულია, რომ სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტს მობილობით სარგებლობის უფლება ექნება საგამონაკლისო შემთხვევაშიც - ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, როდესაც ის ვეღარ შეძლებს დააკმაყოფილოს სამხედრო მოსამსახურისათვის დადგენილი ჯანმრთელობის მდგომარეობის მოთხოვნები.

პროექტის ინიციატორები უმრავლესობის დეპუტატები - ირაკლი ბერაია, რატი იონათამიშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, ეკა სეფაშვილი, გიორგი ამილახვარი, ვლადიმერ ჩაჩიბაია და თამარ ტალიაშვილი არიან.

"სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით, პირს, რომელიც უმაღლესი განათლების მეორე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლობს, ადმინისტრაციული ორგანოდან გათავისუფლების შემთხვევაში, მიზანშეწონილია შეუწყდეს სტუდენტის სტატუსი შემდგომი მობილობის გამოცხადების შემდეგ, ვინაიდან პროგრამის მიზნობრიობა არსებით მნიშვნელობას კარგავს და სახელმწიფოს მიერ გაღებული ფინანსური და მატერიალური რესურსი ვერ იქნება შედეგის მომტანი იმ სახელმწიფო დაწესებულებებისთვის, რომელმაც წარადგინა პირი აკადემიის სამაგისტრო პროგრამაზე სასწავლებლად", - ვკითხულობთ კანონის პროექტის განმარტებით ბარათში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა