ლევან დოლიძე - მმართველი პარტიის თავმჯდომარის ბოლოდროინდელი განცხადებები მხოლოდ ავტორის სისუსტეებსა და პოლიტიკური კულტურის დაბალ სტანდარტებზე არ მიუთითებს - გაცილებით უფრო სერიოზული პრობლემების მანიშნებელია

გიორგი გახარიას პოლიტიკური მრჩევლის, ლევან დოლიძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ბოლოდროინდელი განცხადებები სცდება როგორც პოლიტიკის, ისე „ქართული ოცნების“ შიდა პრობლემის ფარგლებს.

ამასთან დაკავშირებით დოლიძე სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.

„მმართველი პარტიის თავმჯდომარის ბოლოდროინდელი განცხადებები მხოლოდ ავტორის სისუსტეებსა და პოლიტიკური კულტურის დაბალ სტანდარტებზე არ მიუთითებს. საქართველოს შემთხვევაში, ეს გაცილებით უფრო სერიოზული პრობლემების მანიშნებელია და აშკარად სცდება როგორც პოლიტიკის, ასევე თავად „ქართული ოცნების“ შიდა პრობლემის ფარგლებს.

ამ მხრივ, გასათვალისწინებელია, რომ ქვეყნებისთვის, რომლებიც ნაკლებად არიან დაცულნი რთული კრიზისებისგან, პერიოდულად დგება ეტაპები, როდესაც სახელმწიფოს ბედი დიდწილადაა დამოკიდებული მმართველი ლიდერების პროფილზე, მათ სიმტკიცეზე, ფასეულობებზე, რომელთა მიხედვითაც ისინი მოქმედებენ და შესაბამისად - საზოგადოების პატივისცემასა და ნდობაზე მათ მიმართ. სამწუხაროდ, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიამ კიდევ ერთხელ შეგვახსენა ამ თემის კარგად გააზრების მნიშვნელობა.

ცხადია, ასევე ყურადღებას იქცევს თავად კონტექსტი - როდის და რა ვითარებაში კეთდება ხსენებული განცხადებები და საითკენაა მიმამართული იმ პოლიტიკოსების ყურადღება, რომლებსაც ქვეყნის მმართვის პასუხისმგებლობა აკისრიათ.

ამის შესახებ ყველაზე მეტად რეგიონში მიმდინარე პროცესებმა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებმა დამაფიქრა. სხვა მხრივ, ახალი არც არაფერია და ნაკლებ ყურადღებას იმსახურებს!“, - წერს „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ლევან დოლიძე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა