თავდაცვის მინისტრი - უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად საერთაშორისო საზოგადოებასთან მჭიდრო კავშირში და ყველა ნაბიჯი და ის რისკი, რაც შეიძლება ახლდეს რეგიონში განვითარებულ მოვლენებს, უნდა იყოს ზუსტად შეფასებული

პრემიერს მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში ჰქონდა შეხვედრები როგორც სახელმწიფოს მეთაურებთან, ასევე კერძო სექტორთან, რაც შედეგს აუცილებლად გამოიღებს, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ, პრემიერ-მინისტრის მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობის შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, შეხვედრებზე მთავარი განსახილველი საკითხი რეგიონში არსებული გამოწვევები იყო.

„რომ შევაჯამოთ პრემიერ-მინისტრისა და ჩვენი დელეგაციის დასწრება მიუნხენის კონფერენციაზე, ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის. პრემიერს ჰქონდა შეხვედრები როგორც სახელმწიფოს მეთაურებთან, ასევე კერძო სექტორთან. ეს აუცილებლად გამოიღებს შედეგს, როგორც საერთშორისო საზოგადოების წინაშე ჩვენი როლის კიდევ ერთხელ ხაზგასმის კუთხით, ასევე, ის ბიზნეს პოტენციალი, რაც საქართველოს გააჩნია, ჩვენი ხელისუფლების პირობებში, აუცილებლად მაქსიმალურად იქნება გამოყენებული.

მთავარი საკითხი, ძირითადად, რის გარშემოც ტრიალებდა თემები, ეს იყო რეგიონში არსებული გამოწვევები. ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად საერთაშორისო საზოგადოებასთან მჭიდრო კავშირში და ყველა ნაბიჯი და ის რისკი, რაც შეიძლება ახლდეს რეგიონში განვითარებულ მოვლენებს, უნდა იყოს ზუსტად შეფასებული", - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ, რომლის კომენტარსაც მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ირაკლი მელაშვილი - დასავლური კურსი დეკლარირებული გვაქვს, მაგრამ ხელისუფლებას მკაფიოდ აქვს გასაცემი პასუხი კითხვაზე - რატომ ამბობს საქართველო უარს დასავლეთის სამხედრო დახმარებაზე
მამუკა გამყრელიძე - პუტინისთვის საბედისწერო აღმოჩნდა შანხაის  სამიტი, მან სამარყანდში დაინახა, რომ  მარტო დარჩა, ამიტომაც შეცვალა ომის მიზანი
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2022
ბორის სოკოლოვი - პუტინს ნებისმიერ ფასად უნდა ომში გამარჯვება, ამაზეა დამოკიდებული მისი პოლიტიკური მომავალი და ფიზიკურად გადარჩენაც, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, რომ იგი მზადაა, გამოიყენოს თუნდაც ტაქტიკური ბირთვული იარაღი
კახა ოქრიაშვილი - ჩვენი ეკონომიკა მინუსშია! დაბეჭდავენ ფულს, როგორც აქამდე და დაარიგებენ, ოღონდ ამ ფულით უფრო ნაკლებს ვიყიდით, ვიდრე დღეს ვყიდულობთ
წარმატება, რომელსაც BTU-მ 6 წლის განმავლობაში მიაღწია
ქართული ხალხური სიმღერის გამორჩეულ ოსტატსა და ლოტბარს, ტრისტან სიხარულიძეს სპეციალური ჯილდო - „მადლიერების ჩიტი“ გადაეცა
ქართული ციფრული ბანკების გლობალური აღიარება
ვოლტი ზუგდიდშია