საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტების სხდომებში მონაწილეობას მიიღებს

21-22 თებერვალს, ერევანში, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ბიუროსა და კომიტეტების შეხვედრა გაიმართება, რომელშიც საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანაპრეზიდენტის, მაკა ბოჭორიშვილის ხელმძღვანელობით მონაწილეობას მიიღებს. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, კომიტეტები რეზოლუციების პროექტებზე იმუშავებენ, რომელთაც ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეა მომდევნო სესიის ფარგლებში მიიღებს. აღსანიშნავია, რომ ენერგეტიკული უსაფრთხოების კომიტეტის მიერ მომზადებული რეზოლუციის პროექტის თანაავტორია საპარალამენტო ასამბლეაში საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრი მაია ბითაძე.

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტების სხდომებში მონაწილეობას მაკა ბოჭორიშვილი, ლევან ქარუმიძე, ხატია წილოსანი და მარიამ ლაშხი მიიღებენ.

„ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეა აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის საპარლამენტო ინსტიტუტია, რომელიც ევროპარლამენტისა (60 წევრი) და აღმოსავლეთ ევროპული ქვეყნების საპარლამენტო დელეგაციებისგან (10 წევრი თითოეული ეროვნული პარლამენტიდან: აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო, მოლდოვა, უკრაინა. ასამბლეის საქმიანობაში ბელორუსი პოლიტიკური მიზეზების გამო არ მონაწილეობს) შედგება.

საპარლამენტო ასამბლეა ოთხი მუდმივმოქმედი პოლიტიკურ საკითხთა, ენერგეტიკული უსაფრთხოების, ეკონომიკური ინტეგრაციისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტებისგან შედგება.

ასამბლეა ევროკავშირსა და აღმოსავლეთ ევროპულ ქვეყნებს შორის პოლიტიკური კავშირების განვითარებასა და ევროკავშირში ეკონომიკურ ინტეგრაციას ხელს უწყობს,“ -აღნიშნულია ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს