კარლ ჰარცელი - ჩვენ მხარს ვუჭერთ ქვეყნების სუვერენულ უფლებას, თავად გააკეთონ არჩევანი და ვეწინააღმდეგებით გავლენის სფეროების დაწესებას

ის, რასაც ვხედავთ აღმოსავლეთ უკრაინაში ბოლო დღეების განმავლობაში, სრულად დაგმო ევროკავშირმა, მათ შორის მძიმე შეიარაღების გამოყენება, სამოქალაქო ტერიტორიების დაბომბვა. ევროკავშირი დგას ტრანსატლანტიკურ პარტნიორებთან, ნატო-სთან, „დიდ შვიდეულთან“ და სხვებთან ერთად, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა განაცხადა.

„ვმოქმედებთ ევროპული უსაფრთხოების წესრიგთან დაკავშირებით ეუთო-ს მიერ დაწესებული ფუნდამენტური პრინციპების საფუძველზე, ჩვენ მხარს ვუჭერთ ქვეყნების სუვერენულ უფლებას, თავად გააკეთონ არჩევანი და ვეწინააღმდეგებით გავლენის სფეროების დაწესებას, მხარს ვუჭერთ სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობას, პრინციპებს, რომელიც მნიშვნელოვანია არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ ეს არის ის, რასაც ჩვენ ასევე მხარს ვუჭერთ აქ, საქართველოშიც,“- აღნიშნა ელჩმა.

მისი თქმით, ევროკავშირის, სიტუაციის დიპლომატიურად მოგვარების გზების ძიების პარალელურად მკაცრი პასუხისთვისაც ემზადება, იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი უკრაინის მიმართ აგრესიულ ქმედებას განახორციელებს.

„სიტუაციის დიპლომატიურად მოგვარების გზების ძიების პარალელურად, ჩვენ ასევე ვდგამთ ნაბიჯებს, იმისთვის, რომ მზად ვიყოთ პასუხის გასაცემად სამხედრო აგრესიის შემთხვევაში, რაც გამოიწვევს მასიურ შედეგებს და მკაცრ საფასურს, მათ შორის ეკონომიკური და ფინანსური ზომების საშუალებით, რომელსაც გაატარებენ ევროკავშირი და მისი პარტნიორები. ჩვენ ვიცავთ ამ პრინციპებს, ჩვენ ვიჩენთ სოლიდარობას ჩვენი პარტნიორების მიმართ.

ჩვენ გვაქვს ხედვა ამ სამეზობლოსთან დაკავშირებით, რომელიც არის ხედვა ძალიან ძლიერი, მდგრადი, წარმატებული, დემოკრატიული ქვეყნებისთვის. ეს არის ის, რისი შერყევისთვისაც კრემლი აქტიურად მუშაობს,“- აღნიშნა ელჩმა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო