მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე 16 საკითხი განიხილა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 16 საკითხი განიხილა.

მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე მიიღო განკარგულება, რომლის მიხედვით, თბილისში, ასევე ონში, ბინათმესაკუთრეთა 9 ამხანაგობას, სადაც, ჯამში, რეგისტრირებულია 279 დევნილი ოჯახი (791 პირი), გადაეცა 53-მდე ფართი. ქონება წარმოადგენს საერთო სარგებლობის, არასაცხოვრებელ ფართებს და ისინი ფაქტობრივ მფლობელებს საკუთრების უფლებით დაუკანონდებათ, რაც ხელს შეუწყობს აღნიშნული ოჯახების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას. საქართველოს მთავრობა დევნილი ოჯახების საცხოვრებელი ბინებითა და დამხმარე ფართებით, ასევე სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებით უზრუნველყოფის პროცესს აქტიურად გააგრძელებს.

მთავრობამ ასევე გამოსცა განკარგულებები, რომლებიც საქართველოში მზისა და ჰიდრო ელექტროსადგურების შექმნას ითვალისწინებს. მზის ელექტროსადგურის მშენებლობა დაგეგმილია შიდა ქართლში, ხოლო ოთხი ჰიდროელექტროსადგურის - ქვემო ქართლის რეგიონში.

ჯამურად, ხუთივე სადგურის შესაქმნელად, გათვალისწინებულია 15 მლნ აშშ დოლარამდე ინვესტიცია.

ანდრო გოცირიძე - რუსული სპეცსამსახური საქართველოში ახორციელებს საოკუპაციო რეჟიმს, მასთან ურთიერთობა პოზიტიურ ჭრილში გამორიცხულია
ქართული პრესის მიმოხილვა 08.06.2023
ტომას გრემი - აშშ-ს არ აქვს არავითარი ინტერესი, რომ საქართველო უშუალოდ ჩაერთოს უკრაინის კონფლიქტში და გნებავთ, „მეორე ფრონტი“ გაიხსნას
რეიტინგული ტელეარხების საუკეთესო შეთავაზებით დიჯიტალ ტვ განვითარებას აგრძელებს
„სილქნეტის“ ახალი ნომრის გააქტიურება და ქსელში ჩართვა „სმარტის“ მარკეტებში შეგეძლებათ
თბილისში, სააკაძის მოედანზე „ქეი ეფ სის“ ახალი რესტორანი გაიხსნა
საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანია GM PHARMA ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის აღნიშვნას საინტერესო აქტივობებით შეუერთდა
კერძო სკოლა „ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში“ აცხადებენ, რომ საგანმანათლებლო დაწესებულების ტერიტორიაზე ასაფეთქებელი ნივთიერების არსებობა არ დადასტურდა