დავით კირკიტაძის განცხადებით, პროცესები, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ მიმდინარეობს, მთლიანად პოლიტიკურია

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, დავით კირკიტაძის განცხადებით, პროცესები, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ მიმდინარეობს, არის მთლიანად პოლიტიკური. მისი თქმით, 7 ნოემბერი იყო „ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომა, რომელზეც მიხეილ სააკაშვილმა პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღო.

„20 ივნისის შემდეგ არა თუ ვინმე დაისაჯა, არამედ ეს ადამიანები დაწინაურდნენ. არ გვაქვს ილუზია, რომ საქალაქო სასამართლო მიიღებს რაიმე სახის სამართლებრივ გადაწყვეტილებას. იშვიათი მოსამართლეების გარდა, გადაქცეულები არიან „ოცნების” პოლიტიკური დავალებების შემსრულებლებლად. ეს არის პოლიტიკური ანგარიშსწორება და „ოცნების” დაუოკებელი სურვილი, რომ შეინარჩუნოს ძალაუფლება”, - აღნიშნა დავით კირკიტაძემ.

აღნიშნული განცხადება დავით კირკიტაძემ საქალაქო სასამართლოსთან გააკეთა, სადაც მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში ,,ნაციონალური მოძრაობის” წევრები და მხარდამჭერები შეიკრიბნენ. აქციაზე შეკრებილებს ხელში საქართველოს დროშები და დროშები წარწერით ,,თავისუფლება მიშას” უჭირავთ. ამასთან, აქტივისტებმა სასამართლოს ეზოში ტრაფარეტები მიიტანეს, რომელზეც მიხეილ სააკაშვილის ეკონომიკური გეგმის პუნქტებია დატანილი.

პარალელურად, თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო