ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმეზე ბრალდებულებმა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე უარი განაცხადეს

ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმეზე ბრალდებულებმა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე უარი განაცხადეს.

აღნიშნულთან დაკავშირებით სამივე ბრალდებულმა პოზიცია დღევანდელ სხდომაზე დააფიქსირა.

სასამართლო პროცესზე ასევე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმეზე ბრალდებულების საქმე სასამართლოს არსებითად განსახილველად გადაეცა.

ცნობისთვის, ანასტასია შატალოვა თბილისში, საბურთალოზე 18 ოქტომბერს მოკლეს. აღნიშნულთან დაკავშირებით სამართალდამცავებმა ბექა ლატარია, ბიძინა ხასია და ლევან რაჯავი დააკავეს.

ბექა ლატარიას ბრალი განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის მუხლით აქვს წარდგენილი.

ბიძინა ხასიას გამოძიება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვას, პოლიციელების სიცოცხლის მოსპობის მცდელობისთვის და საბრძოლო მასალის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება.

ლევან რაჯავს გამოძიება პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას და ნარკოტიკულ საშუალებების შეძენა-შენახვას ედავება.

ამირან გამყრელიძე - თანამდებობის დატოვებას ვფიქრობდი, თუმცა ორი-სამი წლის შემდეგ, როცა ბოლომდე მივიყვანდი ორ დიდ ეროვნულ პროექტს, მაგრამ „კაცი ბჭობდა და ღმერთი იცინოდაო“
დიტერ ბოდენი - ქართულ-აფხაზური ურთიერთობების მოწესრიგების პროცესში საქართველო უნდა იყოს ლიდერი, სამწუხაროდ, ამ ეტაპზე ქართული მხრიდან ამას ვერ ვხედავ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.09.2022
თანამედროვე უსაფრთხოების დილემა: ქართული მრავალწახნაგა
Hallo - პირველი ვირტუალური მობილური ოპერატორი საქართველოში
Hotsale.ge-მ ვებგვერდზე განთავსებულ კვების ობიექტებში ჰიგიენურ-სანიტარული ნორმების მონიტორინგი დაიწყო
iPhone 14 უკვე ელიტ ელექტრონიქსში
ბაზისბანკის და ინტელექტ-კლუბ რა? სად? როდის? 10-წლიანი პარტნიორობა გრძელდება
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - "ონკოლოგია და ბირთვული მედიცინა" გაიმართა
კარფური და მასტერქარდი „ერთად ბავშვებისთვის“