შსს-მ სამონაზვნო პირებს შორის დაპირისპირების ამსახველ ვიდეოსთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სოციალურ ქსელში გავრცელებულ, სამონაზვნო პირებს შორის დაპირისპირების ამსახველ ვიდეომასალასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, 21 თებერვალს სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომასალასთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით (ძალადობით ან ძალადობის მუქარით ჩადენილი დევნა) და 157-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით (პირადი ცხოვრების ამსახველი საიდუმლოების უკანონოდ მოპოვება და სოციალური ქსელით გავრცელება) დაიწყო.

როგორც ცნობილია აღნიშნულთან დაკავშირებით, განცხადება საქართველოს საპატრიარქომაც გაავრცელა. საქართველოს საპატრიარქოს განცხადებით, სოციალურ ქსელში გავრცელებულ, სამონაზვნო პირებს შორის დაპირისპირების ამსახველ ვიდეომასალაში ფიგურანტი არცერთი პირი ბერად აღკვეცილი არ არის და ისინი მორჩილები არიან. საქართველოს საპატრიარქო აღნიშნავს, რომ ეკლესიის სახელით ჩადენილი მსგავსი ქმედებები აბსოლუტურად მიუღებელი, არაქრისტიანული და ამორალურია.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია