მიხეილ სააკაშვილი უკრაინელებს - პუტინს საკმარისად კარგად ვიცნობ და ვხვდები, რა თამაშს თამაშობს - ის ვერც კიევსა და უკრაინის ვერც სხვა დიდ ქალაქში შესვლას გაბედავს, ვიცი, რომ არ გეშინიათ და ყოჩაღ თქვენ

მივმართავ უკრაინელ ხალხს, მე პუტინის პატიმარი ვარ. ჩემო საყვარლებო, ჩემი სახლი კიევია, ძალიან მენატრებით და ვდარდობ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ პუტინი თქვენთან შემოსვლას ვერ გაბედავს, - ამის შესახებ ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 7 ნოემბრის საქმეზე სასამართლო პროცესის დროს განაცხადა.

უკრაინელი ხალხისადმი მიმართვისას სააკაშვილმა შეაქო ვოლოდიმირ ზელენსკი და აღნიშნა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვის გამოსვლისას თავისი ღირებულებები ყველას შეახსენა.

„პუტინს საკმარისად კარგად ვიცნობ და ვხვდები, რა თამაშს თამაშობს. ის ვერც კიევსა და უკრაინის ვერც სხვა დიდ ქალაქში შესვლას გაბედავს. ამაში დარწმუნებული ვარ და არ შეგეშინდეთ, ვიცი, რომ არ გეშინიათ და ყოჩაღ თქვენ. მეც ვისურვებდი, რომ ჩემს სახლს თქვენთან ერთად ვიცავდე, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ დიდ ომს არ დავუშვებთ. თუკი ის მაინც შემოვა, ეს იქნება რუსეთის იმპერიის დასასრული. 2014 წელს, როდესაც უკვე ახალი ექს-პრეზიდენტი ვიყავი, კიევში, მაიდანზე სიტყვით გამოსვლისას ვთქვი, რომ რუსეთის იმპერია დასრულდება აქ, კიევში და ის დასრულდება კიდეც უკრაინაში. ჩვენ, უკრაინელები ვართ დასავლური ცივილიზაციის ფორტპოსტი. ქართველი და მოლდოველი ხალხი, პოლონელები, ბალტიისპირელები, ყველა თქვენზე არის დამოკიდებული. ჩვენ გავიმარჯვებთ. ეს უკრაინის დროშა, რომლის ტარებასაც ციხეში მიკრძალავენ, მხოლოდ სასამართლო პროცესზე შემიძლია დავიჭირო. ყველას მინდა ვუთხრა - დიდება უკრაინას. ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ. ჩვენ ეს უკვე გავიარეთ, დამიჯერეთ, მე უდიდესი გამოცდილება მაქვს. ის (პუტინი) ახლა მაიმუნობს და 2008 წლის საქართველოს მოვლენებს აკოპირებს. თუ სწორად მოვიქცევით, დიდი ომი არ შედგება.

ყოჩაღ პრეზიდენტ ზელენსკის. 2007 წელს, პუტინი ყველა დასავლური ღირებულების წინააღმდეგ წავიდა, ხოლო პრეზიდენტ ზელენსკიმ თავისი ღირებულებების შესახებ ყველას შეახსენა. მივესალმები ყველას - უკრაინელ ხალხს, გმირ უკრაინულ არმიას, რომელშიც, სხვათა შორის, უამრავი ქართველია. მივესალმები ოდესის 27-ე ბრიგადის მებრძოლებს, ვისთან ერთადაც ბრძოლის წინა ხაზზე არაერთხელ ვიყავი. მივესალმები მარიუპოლის მცველებს - სულ ცოტა ხნის წინ ვიყავი თქვენთან ერთად. ვიცი, რომ მტერი თქვენ ვერ გაგცდებათ და ზოგადად მტერი ვერ გაგვცდება, გამარჯვება ჩვენ დაგვრჩება, დიდება უკრაინას“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო