შალვა პაპუაშვილი - რთულ პერიოდში მნიშვნელოვანია მეგობრების გვერდში დგომა, ამიტომ მოხარული ვართ, რომ ვმასპინძლობთ ჩვენი ქვეყნის დიდ მეგობარს, თურქეთის რესპუბლიკის დიდი ეროვნული მეჯლისის თავმჯდომარეს

რთულ პერიოდში მნიშვნელოვანია მეგობრების გვერდში დგომა, ამიტომ მოხარული ვართ და ჩვენთვის დიდი პატივია, რომ საქართველოში ვმასპინძლობთ ოფიციალური ვიზიტით მყოფ ჩვენი ქვეყნის დიდ მეგობარს, თურქეთის რესპუბლიკის დიდი ეროვნული მეჯლისის თავმჯდომარეს მუსტაფა შენთოფს,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პარლამენტში, საქართველოსა და თურქეთის პარლამენტებს შორის, თანამშრომლობის დოკუმენტზე ხელმოწერის შემდეგ განაცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, შეხვედრაზე რეგიონში მიმდინარე მოვლენებიც მიმოიხილეს და ხაზი გაესვა, რეგიონული სტაბილურობისა და მშვიდობის მნიშვნელობას 2 ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის.

"მუსტაფა შენთოფმა კიდევ ერთხელ გამოხატა თურქეთის რესპუბლიკის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის, რეგიონული მშვიდობის და კეთილდღეობის მიმართ. მსურს პირადად მას, თურქეთის რესპუბლიკას და თურქეთის ხალხს მადლობა გადავუხადო ამ ურყევი მხარდაჭერისთვის. ჩვენ შეხვედრაზე ვისაუბრეთ ქვეყნებს შორის არსებულ მრავალწლიან ნდობაზე დაფუძნებულ თანამშრომლობაზე სხვადასხვა მიმართულებით. წელს სრულდება საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენიდან 30- ე წლისთავი, ამ წლების განმავლობაში ქვეყნებს შორის პარტნიორობამ დიდი გზა განვლო და დინამიურად განვითარდა პოლიტიკის, ეკონომიკის, ენერგეტიკის , ტრანსპორტის, კულტურის თუ განათლების სფეროებში. ამ ისტორიული თარიღის აღნიშვნასთან ერთად დავადასტურეთ ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრული და ნაყოფიერი ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავების მზაობა, ბატონ შენთოფთან ერთად დეტალურად ვისაუბრეთ პარლამენტთაშორისი კავშირების განმტკიცების შესაძლებლობებზე. განსაკუთრებით მოხარული ვარ, რომ დღეს ხელი მოვაწერეთ საქართველოს პარლამენტსა და თურქეთის დიდ ეროვნულ ასამბლეას შორის ურთიერთთანამშრომლობის ოქმს, შევთანხმდით, რომ ამ ხელშეკრულების გამოყენებით და საპარლამენტო დიპლომატიის გამოყენების გზით წვლილს შევიტანთ საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავებაში. შეხვედრაზე ასევე მიმოვიხილეთ რეგიონში მიმდინარე მოვლენები და უსაფრთხოების კომპლექსური გარემო, ხაზი გავუსვით რეგიონული სტაბილურობისა და მშვიდობის მნიშვნელობას ჩვენი ქვეყნების შემდგომი განვითარებისთვის,"- განაცხადა პაპუაშვილმა.

ირაკლი მელაშვილი - დასავლური კურსი დეკლარირებული გვაქვს, მაგრამ ხელისუფლებას მკაფიოდ აქვს გასაცემი პასუხი კითხვაზე - რატომ ამბობს საქართველო უარს დასავლეთის სამხედრო დახმარებაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2022
ბორის სოკოლოვი - პუტინს ნებისმიერ ფასად უნდა ომში გამარჯვება, ამაზეა დამოკიდებული მისი პოლიტიკური მომავალი და ფიზიკურად გადარჩენაც, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, რომ იგი მზადაა, გამოიყენოს თუნდაც ტაქტიკური ბირთვული იარაღი
ქართული ციფრული ბანკების გლობალური აღიარება
ვოლტი ზუგდიდშია