გია ვოლსკი - ასეთ დაძაბულ ვითარებაში, რომელიც მსოფლიოშია, სააკაშვილის განცხადება და ქმედებები, პროვოკაციულია - ოღონდ როგორმე საქართველოს მიმართ ვინმეს პრეტენზია გაუჩნდეს, ვინმემ თითი დაუქნიოს და მისი ავტორიტეტი შეილახოს

ასეთივე მდგომარეობაში მყოფი პირველი პრეზიდენტის შვილის ცოტნე გამსახურდიას შიმშილობა არა თუ არაფრად ჩააგდეს, არამედ წამებით სიკვდილის პირას მიიყვანეს, - ეს განცხადება პარლამენტის პირველმა ვიცე სპიკერმა გია ვოლსკიმ პატიმრობაში მყოფ მიხეილ სააკაშვილის მიერ უვადო შიმშილობის დაწყების თაობაზე დასმული კითხვის პასუხად გააკეთა.

ვოლსკის შეფასებით, სააკაშვილი ვა ბანკზე მიდის, რათა ქვეყანას რაც შეიძლება მეტი ზიანი მიაყენოს.

„ასეთ დაძაბულ ვითარებაში, რომელიც დღევანდელ მსოფლიოშია, სააკაშვილის განცხადება და ქმედებები, როგორც ყოველთვის პროვოკაციულია - ოღონდ როგორმე საქართველოს მიმართ ვინმეს პრეტენზია გაუჩნდეს, ვინმემ თითი დაუქნიოს და მისი ავტორიტეტი შეილახოს", - განაცხადა გია ვილსკიმ.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უვადო შიმშილობას იწყებს. როგორც სააკაშვილმა 7 ნოემბრის საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესზე განაცხადა, მისი შიმშილობა "იქნება რეაქცია მის მიმართ რეჟიმის მოპყრობაზე".

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა