თამარ გაბუნია - ნოზოკომიური ინფექციის პრევენციისთვის საჭირო ღონისძიებებს, რაც ინფექციის კონტროლისთვის არის მოწოდებული, ჰოსპიტლები ასრულებენ

ნოზოკომიური ინფექციის პრევენციისთვის საჭირო ღონისძიებებს, რაც ინფექციის კონტროლისთვის არის მოწოდებული, ჰოსპიტლები ასრულებენ, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა, რითაც უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც აღნიშნავდა, რომ მთავარი გამოწვევაა ინფექციის კონტროლი, რადგან ხშირად პაციენტების გარდაცვალების მიზეზი არა კოვიდი, არამედ ჰოსპიტალური ინფექცია ხდება.

გაბუნიას განცხადებით, ცოტა ხნის წინ დასრულდა ინფექციის კონტროლისთვის ერთი შეფასება, რაც ჯანდაცვის სამინისტრომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ექსპერტებთან ერთად განახორციელა.

"რაც ეხება ჰოსპიტალური ინფექციების თემას, “დელტა“ შტამის პერიოდში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ აქცენტი გააკეთა იმდენად, რამდენადაც პაციენტების ნაკადის ზრდასთან ერთად, ეს თემა გლობალურად საყურადღებო გახდა.

ჩვენს ქვეყანაშიც მაშინვე გაკეთდა ამაზე რეაგირება. ეს არ არის ახალი თემა და დიდი ხანია დაავადებათა კონტროლის ცენტრი, ჰოსპიტალური ქსელი ამაზე მუშაობს. სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა კიდევ ინფექციის კონტროლისთვის ერთი შეფასება, რაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ექსპერტებთან ერთად განახორციელა ჯანდაცვის სამინისტრომ. ნოზოკომიური ინფექციის პრევენციისთვის მთავარია ზედმიწევნით იქნას დაცული ის ღონისძიებები, რაც ინფექციის კონტროლისთვის არის მოწოდებული, ამ შემთხვევაში, ჰოსპიტლები ამას ასრულებენ და მიმდინარე ტესტირება, რაც საჭიროა იმისთვის, რომ შეფასდეს ბაქტერიოლოგიური პროფილი და ამის მიხედვით მოხდეს ანტიბიოტიკების დანიშვნა, ესეც მიმდინარეობს. ეს არის მიმდინარე პროცესი, დღეს არ დაწყებულა, დიდი ხნის ინტერვენციაა და გაგრძელდება შესაბამისად", - განაცხადა გაბუნიამ.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს