პარლამენტს განსახილველად იურიდიული დახმარების სამსახურის საქმიანობის ამსახველი ანგარიში წარედგინა, თუმცა კანონმდებლებს ჯერ კიდევ არ უმსჯელიათ გასული წლის ანალოგიურ დოკუმენტზე

პარლამენტს დღეს განსახილველად იურიდიული დახმარების სამსახურის საქმიანობის ამსახველი ანგარიში წარედგინა, თუმცა კანონმდებლებს ჯერ კიდევ არ უმსჯელიათ და განუხილველად რჩება აღნიშნული უწყების მიერ გასული წლის ამავე პერიოდში წარდგენილი დოკუმენტი.

პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, იურიდიული დახმარების სამსახურის საქმიანობის შესახებ ანგარიშის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვა სავალდებულოა.

აღნიშნულ საკითხზე წამყვანი კომიტეტი კი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტია.

იურიდიული დახმარების სამსახურმა მის მიერ გაწეული საქმიანობის ამსახველი ანგარიში საკანონმდებლო ორგანოს გასული წლის 26 თებერვალს წარუდგინა, რის შემდეგაც კომიტეტის მიმართვისა და ბიუროს გადაწყვეტილებით, განხილვა რამდენჯერმე გადავადდა და დღემდე განხილვის გარეშეა.

ანალოგიურად, პარლამენტს არ უმსჯელია მთავარი პროკურატურის მიერ გასული წლის მაისში წარდგენილ ანგარიშზე, რომლის წარდგენის პრეროგატივა გენერალურ პროკურორს აქვს.

საკომიტეტო და სასესიო განხილვის გარეშე დარჩა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ამსახველი ყოველწლიური ანგარიში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა