პროკურორი - დღევანდელ პროცესზე დაზარალებულებს სააკაშვილმა კვლავ არ მოუსმინა, თორემ საკუთარი თვალით იხილავდა თავისი ნამოქმედარის შედეგებს

ბრალდების მხარე ყველაფერს გავაკეთებთ ათეულობით დაზარალებულისთვის, რომ ყველამ აგოს პასუხი მძიმე ბრალდებებზე, რაც 7 ნოემბრისთვის აქვთ წარდგენილი, - ამის შესახებ პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა 7 ნოემბრის საქმეზე სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც წიკლაურმა ჟურნალისტებს განუცხადა, მიხეილ სააკაშვილს რომ დღევანდელ პროცესზე დაზარალებულებისთვის მოესმინა, „საკუთარი თვალით იხილავდა თავისი ნამოქმედარის შედეგებს“.

„შეგახსენებთ, ბრალდებულ სააკაშვილის განცხადებას 7 ნოემბრის საქმეზე წინა პროცესებზე, თითქოს იმ დღეს არავინ დაზარალებულა - ეს იყო მისი განმარტება. დღეს დაიკითხნენ ის ადამიანები, რომლებიც 7 ნოემბერს დაზარალდნენ და დაინვალიდდნენ იმ მძიმე ტრავმების ფონზე, რომელიც 7 ნოემბერს მიიღეს. დღევანდელ პროცესზე დაზარალებულებს სააკაშვილმა კვლავ არ მოუსმინა, თორემ საკუთარი თვალით იხილავდა თავისი ნამოქმედარის შედეგებს, რა მძიმე ტრავმები მიიღეს ამ ადამიანებმა. თუმცა, მან თავი აარიდა მტკიცებულებების განხილვას და ამ ადამიანების დაკითხვას და შემოიფარგლა მხოლოდ პოლიტიკური ხასიათის განცხადებით. ჩვენ, ბუნებრივია, გავაგრძელებთ მტკიცებულებების წარმოდგენას და როგორც ბრალდების მხარე, ყველაფერს გავაკეთებთ ათეულობით დაზარალებულისთვის, რომ ყველამ პასუხი აგოს მძიმე ბრალდებებზე, რაც 7 ნოემბერს აქვთ წარდგენილი“, - განაცხადა ჯარჯი წიკლაურმა.

ამასთან, პროკურორმა უპასუხა დაცვის მხარის არგუმენტებს იმასთან დაკავშირებით, რომ მიხეილი სააკაშვილი 7 ნოემბრის შემდეგ გადადგა და მას სამართლებრივი პასუხისმგებლობა აღარ უნდა დაკისრებოდა, რაზეც ჯარჯი წიკლაურმა აღნიშნა, რომ „ჩადენილ დანაშაულზე ადამიანმა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს“.

„ცალკე პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება ან არაღება ვერ გააბათილებს ჩადენილ დანაშაულს. ამისთვის ველოდებით სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას. როდესაც ვიდეომტკიცებულებები გამოვიკვლიეთ ადვოკატები მიგვითითებდნენ: „აბა, სად არის მიხეილ სააკაშვილიო?“ ეტყობა, ხელკეტით ხელში ელოდებოდნენ რუსთაველის გამზირზე. ასეთი მტკიცებულება ვიდეოკადრებში არ იქნებოდა. მას ამხელს ყოფილი მაღალი თანამდებობის პირები, როლებიც ჩართულნი იყვნენ პროცესში. არაერთი ასეთი პირია მოწმედ დაკითხული. ისინი პირდაპირ ამხელენ მიხეილ სააკაშვილს, როგორც ორგანიზატორს და ინიციატორს მძიმე ძალადობრივი მოქმედებისა“, - განაცხადა წიკლაურმა.

ამასთან, პროკურორმა აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილის გარდა მხილებული პირების ბრალეულობა აუცილებლად დამტკიცდება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს