თეთრი სახლი უარყოფს პუტინის განცხადებას, რომლის მიხედვითაც აშშ-მა უკრაინის ნატოში გაწევრიანებაზე „მორატორიუმი“ შესაძლებლად მიიჩნია

თეთრი სახლი უარყოფს ვლადიმერ პუტინის განცხადებას, რომლის მიხედვითაც აშშ-მა უკრაინის ნატოში გაწევრიანებაზე „მორატორიუმი“ შესაძლებლად მიიჩნია.

მათივე თქმით, აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს ვლადიმერ პუტინისთვის უკრაინის ნატოში გაწევრიანების შესახებ არანაირი გარანტია ან ვალდებულება არ მიუცია.

„არ მომხდარა რაიმე პოზიციის ცვლილება აშშ-ს ხედვაში უკრაინის ნატოში გაწევრიანების შესახებ. ალიანსი ინარჩუნებს ღია კარის პოლიტიკას“, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დაარწმუნა, რომ არ აპირებენ უკრაინის ნატოში მიღებას "ხვალ", მეტიც შესაძლოა, გარკვეული მორატორიუმი. თუმცა, რუსეთის პრეზიდენტის თქმით, ნატო, უბრალოდ, მიიჩნევს, რომ უკრაინა ჯერ არ არის მზად ალიანსში გასაწევრიანებლად.

„ამიტომ, ჩემი პასუხი იყო მარტივი: ჩვენ მივიჩნევთ, რომ ეს არ არის ჩვენთვის დათმობაზე წასვლა. ეს არის თქვენი გეგმების რეალიზაცია. თქვენ მიგაჩნიათ, რომ აუცილებელია დაცდა და უკრაინის მომზადება ნატოში გასაწევრიანებლად. თქვენ ამ მორატორიუმს თქვენთვის აკეთებთ“, - აღნიშნა პუტინმა.

კორნელი კაკაჩია  - იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება არ გაითვალისწინებს „მოსკოვის მექანიზმის“  რეკომენდაციებს,  უფრო გართულდება არსებული განგრძობადი პოლიტიკური კრიზისის მართვა და ქვეყანაში სტაბილურობის მიღწევა
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
FRESH GROUP: პორტატული ინფრასტრუქტურა
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს - სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად
საწვავის გაძვირების ფონზე, „სოკარში“ პროდუქტის ღირებულება ყველაზე ნაკლებად გაიზარდა
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა