იენს სტოლტენბერგი - ვგმობ რუსეთის მიერ უკრაინაში დონეცკისა და ლუგანსკის აღიარებას - მოვუწოდებთ მოსკოვს შეწყვიტოს კონფლიქტის გაღვივება და აირჩიოს დიპლომატია

ვგმობ რუსეთის მიერ დონეცკის/ლუგანსკის აღიარებას უკრაინაში, ეს ძირს უთხრის კონფლიქტის მოგვარების მცდელობებს და არღვევს მინსკის შეთანხმებებს, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი „ტვიტერში“ წერს.

„ნატო მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. მოვუწოდებთ მოსკოვს შეწყვიტოს კონფლიქტის გაღვივება და აირჩიოს დიპლომატია“, - აცხადებს სტოლტენბერგი.

შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების ე.წ. „დამოუკიდებლობა“ აღიარა.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები