კახა კალაძე - საქართველო, რომლის ტერიტორიის 20% ოკუპირებულია, გმობს რუსეთის მიერ დონეცკის და ლუგანსკის აღიარებას

საქართველო, რომლის ტერიტორიის 20% ოკუპირებულია, გმობს რუსეთის მიერ უკრაინის სეპარატისტული რეგიონების დონეცკის და ლუგანსკის აღიარებას, - ამის შესახებ თბილისის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელში წერს.

"ჩვენ, საქართველო, მოძმე უკრაინის გვერდით ვდგავართ, როგორც უკრაინა დაგვიდგა გვერდით. მჯერა, რომ უკრაინაც და საქართველოც მალე გამთლიანდებიან და ვუსურვებ მშვიდობას", - წერს კალაძე.

შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. „დამოუკიდებლობა“ აღიარა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო