ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა განკარგულებას დონეცკის და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონებისთვის სანქციების დაწესების შესახებ

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა განკარგულებას რუსეთის მიერ აღიარებული ე.წ. დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ.

"პრეზიდენტმა ბაიდენმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რათა უპასუხოს პრეზიდენტ პუტინის ქმედებას ე.წ დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებელ" სახელმწიფოებად აღიარების შესახებ. პრეზიდენტ პუტინის ქმედება ეწინააღმდეგება მინსკის შეთანხმებებით გათვალისწინებულ რუსეთის ვალდებულებებს და ძირს უთხრის უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას,“- ნათქვამია თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მათი განმარტებით, პრეზიდენტის განკარგულება კრძალავს აშშ-ის მოქალაქეების მიერ ე.წ. „დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში“ ფინანსურ საქმიანობასა და ინვესტიციების განხორციელებას, ასევე ნებისმიერი პროდუქციის, მომსახურების ან ტექნოლოგიების ამ რეგიონებიდან აშშ-ში შეტანას ან აშშ-დან ამ რეგიონებში ექსპორტს.

„განკარგულება განსხვავდება იმ სწრაფი და მკაცრი ეკონომიკური ზომებისგან, რომლებიც მზად ვართ მივიღოთ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან უკრაინაში რუსეთის შემდგომი შეჭრის საპასუხოდ. ჩვენ ვაგრძელებთ მჭიდრო კონსულტაციებს უკრაინასთან, მოკავშირეებთან და პარტნიორებთან შემდეგი ნაბიჯების შესახებ და მოვუწოდებთ რუსეთს დაუყოვნებლივ დეესკალაციისკენ,“- აღნიშნულია თეთრი სახლის განცხადებაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - საქართველო ახლა ცოტა ჰაერშია გამოკიდებული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
FRESH GROUP: პორტატული ინფრასტრუქტურა
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს - სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად
საწვავის გაძვირების ფონზე, „სოკარში“ პროდუქტის ღირებულება ყველაზე ნაკლებად გაიზარდა
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა