იაგო ხვიჩია - უკრაინას და საქართველოს გვაქვს ქრონიკული დაავადება, რომელსაც ჰქვია რუსეთი, არც განკურნების წამალია მოგონილი, ამიტომ უნდა ვისწავლოთ ამ დაავადებასთან თანაცხოვრება ისე, რომ მინიმალური ზიანი მივიღოთ

უკრაინას და საქართველოს, ორივეს გვაქვს ქრონიკული დაავადება - რუსეთი, უნდა ვისწავლოთ ამ დაავადებასთან თანაცხოვრება ისე, რომ მინიმალური ზიანი მივიღოთ, - ამის შესახებ "გირჩის" დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

„ცხადია, რომ უკრაინას და საქართველოს იდენტური მდგომარეობა აქვს, ორივეს გვაქვს ქრონიკული დაავადება, რომელსაც ჰქვია რუსეთი, ვერაფერს ვუშვრებით ჯერჯერობით და არც განკურნების წამალია მოგონილი, ამიტომ უნდა ვისწავლოთ ამ დაავადებასთან თანაცხოვრება ისე, რომ მინიმალური ზიანი მივიღოთ და მომავალში შევძლოთ განკურნება.

მისივე თქმით, საქართველოს ნაბიჯები კოორდინაციაში უნდა იყოს პარტნიორებთან.

„პირველი, რაც უნდა გავაკეთოთ, ჩვენ უნდა მივხედოთ საკუთარ თავს ჩვენი ქმედებებით, იქნება ეს ეკონომიკა, სასამართლო, თუ ჩვენი ცხოვრების წესი, უნდა გავიდეთ რუსეთის ფედერაციიდან და იმ წარსულიდან, რაც ერთმანეთთან გვაკავშირებს ჩვენ და რუსეთის ფედერაციას, მგონი, ეს არის გამოსავალი. ჩემთვის ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია დასავლეთის და თავად უკრაინის პოზიცია იმ ყველაფერთან დაკავშირებით, რაც ჩვენ გუშინ მოვისმინეთ. ჩვენი ქმედებები სინქრონში უნდა იყოს ჩვენს პარტნიორებთან,"- განაცხადა ხვიჩიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა