ლევან იოსელიანი - პუტინმა საქართველო მხოლოდ ერთხელ ახსენა, მაგრამ ფაქტია, რომ მთელ მის გამოსვლაში საქართველო მოიაზრებოდა როგორც რუსეთის იმპერიის ნაწილი

ვლადიმერ პუტინმა საქართველო მხოლოდ ერთხელ ახსენა, მაგრამ ფაქტია, რომ მთელ მის გამოსვლაში საქართველო მოიაზრებოდა როგორც რუსეთის იმპერიის ნაწილი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ოპოზიციონერმა ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა განუცხადა.

ლევან იოსელიანის თქმით, ის რაც გუშინ მოხდა, ადასტურებს, რომ რუსეთი იმ ტერიტორიებზე გაჩერებას, რომელთა დამოუკიდებლობაც „აღიარა“, არ აპირებს და რუსეთის გეგმები კიდევ უფრო შორს მომავალია.

მისივე აზრით, შექმნილ სიტუაციაში ერთადერთი სწორი გამოსავალია უკრაინის ძალიან პრინციპული მხარდაჭერა და დასავლელ პარტნიორებთან ძალიან მჭიდრო ურთიერთობაში ყოფნა.

„პუტინის მთელი გამოსვლა აგებული იყო საბჭოთა კავშირისადმი ნოსტალგიაზე. ყველამ კარგად უნდა გავიაზროთ, რომ უკრაინის თავისუფლება და სუვერენიტეტი რამდენად არის გადაჯაჭვული საქართველოს თავისუფლებასთან და სუვერენიტეტთან. საქართველოს ხელისუფლებას უკრაინის მიმართ მეტი მხარდაჭერის გამოხატულება მართებს - არ უნდა მოვერიდოთ რაღაცა ტიპის სიტყვების ხსენებას და რუსეთის მიმართ პოზიციონირებას ოკუპაციის ნაწილში. პუტინის გამოსვლამ დაგვანახა, რომ რუსეთი არ აპირებს გაჩერებას არც დონბასზე, არც სხვა ქალაქებზე, რადგან მისი მიზანია აღადგინოს საბჭოთა კავშირი იმ ფარგლებში, რა ფარგლებშიც ის არსებობდა“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა