ბექა ბასილაია - სააკაშვილი შიმშილობს ისე, როგორც ადრე - მისი მდგომარეობა უკვე საყურადღებოა

შიმშილობა გამოცხადებულია და პენიტენციური სამსახური ვალდებულია, რომ უკვე ამ რეჟიმში განაგრძოს მიხეილ სააკაშვილთან კომუნიკაცია, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ რუსთავის ციხეში საქართველოს მესამე პრეზიდენტის მონახულების შემდეგ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა საყურადღებოა.

„კვლავ შეუძლებელია ექიმის მიერ საკანში მიხეილ სააკაშვილის მონახულება. ასევე საღამოს 6 საათის შემდეგ ციხეში არ არის მორიგე ექიმი - ჩვენ ამ ინფორმაციას ვფლობთ. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საყურადღებოა და შიმშილობის დაწყებამდეც არ იყო სახარბიელო მისი მდგომარეობა. ინფორმაციასაც კი არ გვაწვდიდნენ და ჩვენი ნდობით აღჭურვილ მედიკოსებს არ ეძლეოდათ მისი მონახულების შესაძლებლობა, შესაბამისად, შიმშილობის ყოველი დღე იქნება კიდევ უფრო რთული და მძიმე“, - განაცხადა ბასილაიამ.

მან ასევე სააკაშვილის სამედიცინო ისტორიის საკითხზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყოფილი პრეზიდენტის უფლებადამცველებს მისი სამედიცინო ისტორიის გაცნობა თითქმის 2-თვიანი დაგვიანებით შეუძლიათ.

„ჩვენ მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო ისტორიას გვაძლევენ თვენახევრისა და ორი თვის დაგვიანებით. ამჟამად ჩვენ გვაქვს დაახლოებით 1 თვის წინანდელი სამედიცინო ისტორია. მიმდინარე რეჟიმში ჩვენ ინფორმაციას არ გვაძლევენ. სააკაშვილი გადასულია შიმშილობაზე. ის შიმშილობს ისე, როგორც ადრე. ჩვენ ვითხოვთ მიხეილ სააკაშვილის ადეკვატურ სამედიცინო მომსახურებას, ადეკვატურ მკურნალობას. მოსმენილი გვაქვს ძალიან მაღალი კვალიფიკაციის ექიმებისგან, მათ შორის სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის ფარგლებში მოქმედი ექიმებისგან, რომ პენიტენციური სისტემის ფარგლებში ადეკვატური მკურნალობის გაწევა იმ ნევროლოგიური და ფსიქოლოგიური სტატუსის გათვალისწინებით, რაც მიხეილ სააკაშვილს დაესვა, არის წარმოუდგენელი. აქედან გამომდინარე, ჯერ უნდა დაისვას საკითხი, თუ რა არის ადეკვატური მკურნალობა“, - აღნიშნა ბასილაიამ.

მან ასევე კომენტარი გააკეთა უკრაინის სახალხო დამცველზე. ბასილაიას თქმით, უკრაინის ომბუდსმენი ყველა შესაძლო ნაბიჯს დგამს.

„უკრაინისთვის ურთულეს პერიოდშიც კი უკრაინის სახალხო დამცველი კვლავ მოწოდების სიმაღლეზეა და ის დგამს ყველა იმ ნაბიჯს, რაც ეკუთვნის და უნდა გააკეთოს სახალხო დამცველმა. ჩვენც ვითხოვთ, რომ მიხეილ სააკაშვილს ჰქონდეს ადეკვატური მკურნალობა, რაც პენიტენციური სისტემის ფარგლებში წარმოდგენილია. პირველ ეტაპზე ჩვენ ვითხოვთ, რომ მკურნალ ექიმს და კონსილიუმის წარმომადგენლებს მიეცეთ მისი მონახულების შესაძლებლობა და მათი რეკომენდაციების შესაბამისად, რაც იქნება ადეკვატურ მკურნალობად მიჩნეული, მოხდეს ამ ღონისძიებების განხორციელება“, - განაცხადა ბექა ბასილაიამ.

ოთარ ჯანელიძე - რუსეთიდან შემომსვლელ მიგრანტებთან დაკავშირებით უნდა იგრძნობოდეს, რომ ვმოქმედებთ, როგორც სახელმწიფო
ქართული პრესის მიმოხილვა 26.09.2022
დიტერ ბოდენი - ქართულ-აფხაზური ურთიერთობების მოწესრიგების პროცესში საქართველო უნდა იყოს ლიდერი, სამწუხაროდ, ამ ეტაპზე ქართული მხრიდან ამას ვერ ვხედავ
სვისმედკომერსი - უმტკივენულო ანესთეზიის ტექნოლოგიის დანერგვა საქართველოს ბაზარზე
ლისის ტბაზე LISI VIBES გაიმართება
ლიბერთიმ მეთხილე ფერმერებისთვის ახალი აგროპროექტი დაიწყო
განახლებული ვაკის საცურაო აუზი ახალ სეზონს მასპინძლობს
ლიბერთის ახალი აქცია სამომხმარებლო სესხზე