გია ვოლსკი - გრძელვადიან პერსპექტივაში რუსეთმა საკუთარ თავს საკმაოდ სერიოზული პრობლემები შეუქმნა, რადგან ასეთი სახის ოკუპაცია დიდი რესურსის მობილიზებას საჭიროებს

გრძელვადიან პერსპექტივაში რუსეთმა საკუთარ თავს საკმაოდ სერიოზული პრობლემები შეუქმნა, რადგან ასეთი სახის ოკუპაცია დიდი რესურსის მობილიზებას საჭიროებს, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ, რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული ლუგანსკისა და დონეცკის რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარებაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, სიტუაცია საკმაოდ მძიმე და სერიოზულია, ხოლო რუსეთს დასავლეთთან დაპირისპირება სერიოზულ დარტყმებს მიაყენებს როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური და უსაფრთხოების თვალსაზრისით.

„როგორც ჩანს, ამ ეტაპზე რუსეთმა ჩათვალა, რომ მისთვის აუცილებელი იყო ასეთი უკანონო ნაბიჯების გადადგმა. ეს არის სერიოზული, მსოფლიო, გლობალური დაპირისპირება - ასეთ ვითარებას შეიძლება ომი დავარქვათ. ცხელი წერტილები არსებობს, მაგრამ იმდენი არ არის, რომ მას ცხელ ფაზაში გადასული დაპირისპირება ვუწოდოთ. საქართველოსთვის საგანგებოდ მნიშვნელოვანია საკუთარი პოლიტიკით ქვეყნის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შენარჩუნება უზრუნველყოს. ამავე დროს უკრაინისთვის მხარდაჭერა, ეს არის ჩვენი ინტერესებიდან გამომდინარე - ეს არ უნდა იყოს შიდა პოლიტიკური კეკლუცობისთვის გამოსაყენებელი თემა, როგორც ამას ჩვენი ოპონენტები აკეთებენ“. - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - თუ პრემიერი ფიქრობს, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შენელება ცუდია საქართველოსთვის, იგი ცდება
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2023
სტეპან გრიგორიანი - თუ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობები დალაგდა, ევროპასთან ჩინეთის დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტში სომხეთი იქნება გათვალისწინებული, მანამდე კი ამ თემაზე საუბარი შეუძლებელია
კახა ოქრიაშვილი - პუტინმა საქართველოსა და უკრაინაში ომი არა ნატო-ს, არამედ რუსეთის იმპერიის აღდგენის გამო დაიწყო, რადგან დღესაც თვლის და ამბობს, რომ ამ ქვეყნებმა რუსეთის შემადგენლობაში გუბერნიების სტატუსით უნდა იარსებონ
Golden Tulip Design Tbilisi ბელგიელი NFT არტისტის ციფრულ გამოფენას მასპინძლობს
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
„იდეა დეველოპმენტი“ კიდევ ერთი პროექტის სამშენებლო სამუშაოების დასრულებას აანონსებს