კახა კალაძე - ძალიან მძიმე მოსასმენი იყო ის განცხადება, რაც გუშინ მთელმა მსოფლიომ მოისმინა - მინდა, მშვიდობა ვუსურვო უკრაინას

ძალიან მძიმე მოსასმენი იყო ის განცხადება, რაც გუშინ მთელმა მსოფლიომ მოისმინა. მინდა, მშვიდობა ვუსურვო უკრაინას, - ასე აფასებს თბილისის მერი კახა კალაძე, რუსეთის პრეზიდენტის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებას და უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს.

კალაძის თქმით, მტკივნეულია, როდესაც ,,მთელი ქვეყნის რაღაც ნაწილს ვიღაც ამოგლეჯს". მისი თქმით, მსგავსი გამოცდილება საქართველოსაც აქვს.

,,ჩვენი ქვეყანა, რომელიც ორჯერადად არის ოკუპირებული რუსეთის მხრიდან, ძალიან მტკივნეულია თითოეული ქართველისთვის. ასევე, ძალიან მძიმე მოსასმენი იყო ის განცხადება, რაც გუშინ მთელმა მსოფლიომ მოისმინა. სეპარატისტული რეგიონების, ლუგანსკისა და დონეცკის ,,აღიარება" კატეგორიულად მიუღებელია და რა თქმა უნდა, ძალიან გულდასაწყვეტია, როდესაც მთელი ქვეყნის გარკვეულ ნაწილს ვიღაც ამოგლეჯს. ეს გამოცდილება ჩვენც გამოვლილი გვაქვს და მინდა, მშვიდობა ვუსურვო უკრაინას, მშვიდობა ვუსურვო საქართველოს და რა თქმა უნდა, აუცილებლად დადგება ის დრო, როდესაც საქართველოც იქნება ერთიანი და ასევე, უკრაინაც იქნება ერთიანი", - განაცხადა კალაძემ.

რაც შეეხება კითხვას, იგეგმება თუ არა მმართველი პარტიის ვიზიტი უკრაინაში, ამის საპასუხოდ კალაძემ განმარტა, რომ საქართველო იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია შეიმუშავა. მისი თქმით, აღნიშნული რეზოლუცია არის მნიშვნელოვანი, მხარდაჭერის გამოხატვის საკითხში.

„საქართველო იყო ერთ-ერთი მოწინავე და პირველი ქვეყანა, ვინც რეზოლუცია მიიღო, რაც ძალიან მნიშვნელოვანი და მისასალმებელია. ჩვენ ყოველთვის ვიდექით, ვდგავართ და მომავალშიც ვიდგებით უკრაინელი ხალხის გვერდით", - განმარტა კალაძემ.

ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. „დამოუკიდებლობა“ აღიარა. ამის შესახებ პუტინმა გუშინ, სპეციალური მიმართვის დროს განაცხადა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა