„ლელოს“ მიწვევით, 24 თებერვალს, პარლამენტში ლონდა თოლორაიას 2020 და 2021 წლების ანგარიშების მოსმენა გაიმართება

"ლელოს" მოწვევით პარლამენტში სახელმწიფო ინსპექტორის ლონდა თოლორაიას 2020 და 2021 წლების ანგარიშების მოსმენა გაიმართება.

"ლელოს" ინფორმაციით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა საქართველოს პარლამენტს 2021 წელს გაწეული მუშაობის ანგარიში დღეს გაუგზავნა.

როგორც "ლელო"-ში აცხადებენ, გასული წლის დეკემბერში, საპარლამენტო უმრავლესობამ, დაჩქარებული წესით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ისე გააუქმა, უწყების მიერ მომზადებული არც ერთი ანგარიში არ მოისმინა.

"მიგვაჩნია, რომ მმართველ პარტიას არ აქვს უფლება დაბლოკოს საპარლამენტო ტრიბუნა დამოუკიდებელი ინსტიტუტის ხელმძღვანელისთვის და საზოგადოებას არ მისცეს შესაძლებლობა, საპარლამენტო განხილვის მეშვეობით, მიიღოს პასუხები კრიტიკულად მნიშვნელოვან კითხვებზე. ამიტომ გადავწყვიტეთ, უზრუნველვყოთ შესაბამისი ანგარიშების მოსმენა საქართველოს პარლამენტში. მიგვაჩნია, რომ ინსპექტორის ანგარიშების მოსმენა კრიტიკულად მნიშვნელოვანია მოქალაქეთა ინტერესების და უფლებების დასაცავად და სახელმწიფო ინსტიტუტების ანგარიშვალდებულების უზრუნველსაყოფად", - აცხადებენ "ლელოში".

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო