დიმიტრი მედვედევი - კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მამაც სამყაროში, სადაც მალე ევროპელებს 2 000 ევროს გადახდა მოუწევთ 1000 კუბური მეტრი გაზისთვის

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე დიმიტრი მედვედევი ეხმაურება გერმანიის გადაწყვეტილებას გაზსადენ „ჩრდილოეთი ნაკადი-2“-ისთვის სერტიფიცირების შეჩერების შესახებ და ევროპას ბუნებრივ აირზე ფასის მატების შესახებ აფრთხილებს.

„გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა გამოსცა ბრძანება გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი - 2-ის“ სერტიფიცირების პროცესის შეჩერების შესახებ. კარგი, კეთილი იყოს მამაც, ახალ სამყაროში თქვენი მობრძანება, სადაც ძალიან მალე ევროპელებს მოუწევთ 2 000 ევროს გადახდა 1000 კუბური მეტრი ბუნებრივი გაზისთვის“ - წერს მედვედევი „ტვიტერის“ გვერდზე.

ცნობისთვის, დღეს, გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ „ჩრილოეთი ნაკადი-2-ის“ გაზსადენის სერტიფიცირება შეჩერდება უკრაინის აღმოსავლეთში მოსკოვის ქმედებების საპასუხოდ.

„რაც შეეხება უკანასკნელ მოვლენებს, ჩვენ გვჭირდება ვითარების გადაფასება „ჩრდილოეთი ნაკადი-2-თან“ დაკავშირებით. ეს ძალიან ტექნოკრატიულად ჟღერს, მაგრამ ეს აუცილებელი ადმინისტრაციული ნაბიჯია, რათა შეჩერდეს გაზსადენის სერტიფიცირება“ , - განაცხადა შოლცმა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის