არჩილ თალაკვაძე დუნია მიატოვიჩს შეხვდა

პარლამენტის ვიცე - სპიკერი არჩილ თალაკვაძე ევროპის საბჭოში ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარს დუნია მიატოვიჩს შეხვდა.

როგორც თალაკვაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, საუბარი ჰქონდათ რეფორმებზე, რომელიც ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში ხელისუფლებამ განახორციელა და განსაკუთრებული ინტერესი მიატოვიჩმა გამოხატა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებრივი მდგომარეობის თაობაზე.

კითხვაზე, დაინტერესდა თუ არა ასევე, მიხეილ სააკაშვილის უფლებრივ მდგომარეობასთან დაკავშირებით ევროკომისარი, თალაკვაძე აცხადებს, რომ ამაზე საუბარი არ ყოფილა.

„ევროკომისარი აპირებს აფხაზეთში ჩასვლას, რათა ადგილზე ნახოს თუ რა ვითარებაა და რამდენად მძიმეა ვითარება ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით ოკუპირებულ რეგიონებში. მისი დაინტერესების სფერო იყო ასევე ის რეფორმები, რაც გავატარეთ შრომის უფლებების თვალსაზრისით, ვისაუბრეთ სხვა საკანონმდებლო რეფორმებზე, რომელიც ეხება ქალთა მიმართ დისკრიმინაციის და ძალადობის აღმოფხვრას“, - განაცხადა თალაკვაძემ.

უკრაინაში შედგენილ სასანქციო სიაზე მომუშავე ჯგუფის წევრი სვეტლანა მუსიიაკა - სიაში დღეისთვის 19 ათასი ადამიანია, თუმცა ეს საწყისი ეტაპის სამუშაოა და სანქციებზე საბოლოო გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება უსაფრთხოების საბჭოსა და შემდეგ უკვე პრეზიდენტზე
ქართული პრესის მიმოხილვა 29.09.2022
ვანო მაჭავარიანი -  თუ ხელისუფლებამ არ იაქტიურა, იყოს უკრაინა-მოლდოვა- საქართველოს სამეულის ნაწილი, ჩვენ აღმოვჩნდებით უკრაინა-მოლდოვას ევროპული და ატლანტიკური მომავლის მიღმა, რაც ქვეყნისთვის კატასტროფა იქნება
ვებ-გვერდ ss.ge-ზე ვიზიტორთა რაოდენობა 60 000-მდე გაიზარდა, მათ შორის 30% უცხო ქვეყნის მოქალაქეა
WhiteBit კრიპტოვალუტის ბირჟაზე ხელმისაწვდომი გახდა დოლარისა და ევროს გატანა Visa/Mastercard-ზე, ისევე როგორც უკრაინული გრივნის გატანა IBAN საბანკო ანგარიშის ნომერზე
„ჰიუნდაი ავტო საქართველომ“ 25 წლის იუბილე აღნიშნა
უძრავი ქონების პლატფორმას - Georgia Real Estate ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
ბაზისბანკი, ბიზნესის დაკრედიტების ზრდის ტემპით, პირველ ადგილზეა
PSP “ჯანმრთელობის პროგნოზი“ - ახალ კამპანიას იწყებს
„ფარმადეპოში“ თურქული მედიკამენტების ასორტიმენტი გაიზარდა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, ფონდ "ნატვრის ხის" საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა
VISA-ს და „ბიბლუსის“ ერთობლივი შეთავაზება მომხმარებელს - 30%-იანი ფასდაკლება სრულ ასორტიმენტზე
კომპანია FINA-ს წარმატების ისტორია - 11 წელი ბაზარზე