შალვა პაპუაშვილი - უკრაინელი ხალხი მადლობას გვიხდის  პარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციისთვის, რომელსაც ოპოზიციის ნაწილმა მხარი არ დაუჭირა

უკრაინელი ხალხი მადლობას გვიხდის 2 თებერვალს მიღებული რეზოლუციისთვის, რომელსაც ოპოზიციის ნაწილმა მხარი არ დაუჭირა - მთელი ეს დისკუსია საქართველოს პოზიციასთან დაკავშირებით არის შიდაპოლიტიკური დღის წესრიგისთვის უკრაინის საკითხის გამოყენება და ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს სამწუხაროდ, ოპოზიციის ნაწილის ფარისევლობას, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციის ნაწილი არ ფიქრობს უკრაინაზე, უკრაინელ ხალხზე, საქართველოზე, ქართველ ხალხზე და ფიქრობს ერთადერთ რამეზე - საკუთარ დღის წესრიგზე.

„საერთოდ ეს კითხვები რომ ისმის საქართველოში, მე მიმაჩნია, რომ ოპოზიციის ნაწილის მხრიდან წამოსულ თვითგვემასთან გვაქვს საქმე. უკრაინელი ხალხი მადლობას გვიხდის ჩვენ 2 თებერვალს მიღებული რეზოლუციისთვის, რომელსაც პოზიციის ნაწილმა მხარი არ დაუჭირა. საქართველო იყო 10 ქვეყანას შორის მეორე ქვეყანა პოლონეთის შემდეგ, რომელმაც უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო. ეს საუბარი ტერმინოლოგიაზე და ა.შ. არის მხოლოდ გონების არევის მეთოდი.

გარდა ამისა, გუშინ სომხეთში ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორების ქვეყნების საპარლამენტო ასამბლეის ფორმატში შეხვედრა გაიმართა, სადაც ასევე მიღებული იქნა განცხადება. მათ შორის, საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ქალბატონი მაკა ბოჭორიშვილი ბიუროს თანათავმჯდომარე გახლავთ და მისი პირადი მონაწილეობით მიღებულ იქნა განცხადება, სადაც მკაფიოდ არის პოზიცია გამოხატული და ამ დელეგაციაში, რომელშიც არიან მათ შორის, ოპოზიციის წარმომადგენლები, ქალბატონი სალომე სამადაშვილი, ისევე როგორც სხვები, რომლებიც დღეს საუბრობენ რეზოლუციაზე და ა.შ. ევროკავშირის ფორმატით გამართულ ამ შეხვედრაში მონაწილეობა არც კი მიიღეს და ამ განცხადებას არც კი შეუერთდნენ.

ამიტომ ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ ეს ყველაფერი, მთელი ეს დისკუსია საქართველოს პოზიციასთან, რეზოლუციასთან დაკავშირებით არის შიდაპოლიტიკური დღის წესრიგისთვის უკრაინის საკითხის გამოყენება და ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს სამწუხაროდ, ოპოზიციის ნაწილის ფარისევლობას, რომელიც არ ფიქრობს არა უკრაინაზე, არა უკრაინელ ხალხზე, არა საქართველოზე, არა ქართველ ხალხზე, არამედ ფიქრობს ერთადერთ რამეზე - საკუთარ დღის წესრიგზე. გადახედეთ მათ გუშინდელ განცხადებებს, რა თემებით იყვნენ დაკავებულები ამ რთულ ვითარებაში,“ - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს