შალვა პაპუაშვილი - როცა ადამიანის მიმართ გამოტანილია სასჯელი იმის გამო, რომ გირგვლიანის მკვლელებს ხელი დააფარა, პარლამენტის წევრი აცემინა და უნდათ სასჯელს აარიდონ, მართლმსაჯულება უკან ვერ დაიხევს, სასჯელი უნდა აღსრულდეს!

მართლმსაჯულება უკან ვერ დაიხევს, სასჯელი უნდა აღსრულდეს - ეს არის კანონის უზენაესობის მთავარი პრინციპი! - ამის თაობაზე პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის თაობაზე დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

ამავე კითხვაზე პაპუაშვილმა ისიც აღნიშნა, რომ რაც უფრო ნაკლებ ყურადღებას დავუთმობთ “ასეთ საკითხებს“, ჯანსაღი დისკუსიისთვის მით უფრო კარგი იქნება.

“როგორი გამოწვევების წინაშე დგას საქართველო, როგორი გამოწვევის წინაშეა უკრაინა, რომლის მოქალაქეც მიხეილ სააკაშვილია და რა თემებით სურს “ნაციონალურ მოძრაობას“ პოლიტიკური დისკუსია... პატიმრის სამედიცინო მომსახურებას პენიტენციური სისტემა უზრუნველყოფს. ეს ჩვენს ქვეყანაში გამართულია. ყველა პატიმარი სათანადო სამედიცინო მომსახურებით არის უზრუნველყოფილი. მიხეილ სააკაშვილის და “ნაციონალური მოძრაობის“ მოთხოვნა სინამდვილეში არის არა მისი საზღვარგარეთ გადაყვანა და მკურნალობა, არამედ მოთხოვნაა სააკაშვილისთვის სასჯელის თავიდან არიდება. როცა ადამიანის მიმართ გამოტანილია სასჯელი იმის გამო, რომ სანდრო გირგვლიანის მკვლელებს ხელი დააფარა, საქართველოს პარლამენტის წევრი აცემინა და როცა უნდათ ადამიანი ამ სასჯელს აარიდონ, მართლმსაჯულება უკან ვერ დაიხევს. სასჯელი უნდა აღსრულდეს - ეს არის კანონის უზენაესობის მთავარი პრინციპი“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გაამართლა თუ არა მართვის მოწმობის ასაღები გამოცდის რეალურ მოძრაობაში გადატანამ და როგორია ჩაბარება-ჩაჭრის მაჩვენებელი? - ინტერვიუ შსს-ს მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილესთან
კორნელი კაკაჩია - ამერიკელი ანალიტიკოსების აზრით, „საქართველო არის ქვეყანა, რომელმაც დაკარგა სტრატეგიული კომპასი“ და „ახლა ძრავაგაჩერებულ მანქანას ჰგავს, რომელიც ინერციით მოძრაობს“
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2022
ტერაბანკისა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, „ავეჯის აკადემიის“ საამქრო ახალი დანადგარებით აღიჭურვა
თბილისში „ელიტ ელექტრონიქსის“ ახალი კონცეფციის მაღაზია გაიხსნა
თბილისში „სმარტის“ 32-ე სუპერმარკეტი გაიხსნა
ბაზისბანკმა, შეღავათიანი აგრო კრედიტის ფარგლებში, ხილის გადამამუშავებელი ქარხანა დააფინანსა
ევექსი კლინიკებმა კამპანია - „გეკუთვნის“ დაიწყო
კახა ოქრიაშვილი - ჩვენი ეკონომიკა მინუსშია! დაბეჭდავენ ფულს, როგორც აქამდე და დაარიგებენ, ოღონდ ამ ფულით უფრო ნაკლებს ვიყიდით, ვიდრე დღეს ვყიდულობთ
წარმატება, რომელსაც BTU-მ 6 წლის განმავლობაში მიაღწია
ქართული ხალხური სიმღერის გამორჩეულ ოსტატსა და ლოტბარს, ტრისტან სიხარულიძეს სპეციალური ჯილდო - „მადლიერების ჩიტი“ გადაეცა