სასამართლომ დიზაინერ გიორგი მასხულიას წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე დაკავებულ სამ პირს 2000-ლარიანი გირაო შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ დიზაინერ გიორგი მასხულიას წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ბრალდებულ სამ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით 2000 - ლარიანი გირაო შეუფარდა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალდებულები საპატიმროში გირაოს საფასურის გადახდამდე დარჩებიან.

ბრალდების მხარე მათთვის 5000- ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა. დღევანდელ პროცესს ორივე მხარე დისტანციურად ესწრებოდა.

ცნობისთვის, პოლიციამ დიზაინერ გიორგი მასხულიას წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე სამი პირი: 1997 წელს დაბადებული თ.ქ., 1995 წელს დაბადებული ი.ა. და 1987 წელს დაბადებული დ.ბ. დააკავეს. მათ ჯგუფურად ჩადენილ ძალადობა ედებათ ბრალად, დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს