პეტრე ცისკარიშვილი - გავმართავთ კონსულტაციებს უცხოელ პარტნიორებთან, როლებიც თანამონაწილე უნდა იყვნენ პროცესის, რასაც მიხეილ სააკაშვილის გადარჩენის მიზნით, ქვეყნიდან გაყვანა ჰქვია

ყველანაირი პოლიტიკური თუ პრაგმატული წიაღსვლები უკან დაგვრჩება, მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე თუ არ გადავარჩინეთ, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ცისკარიშვილმა აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობა“ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გაყვანისთვის უცხოელ პარტნიორებთან კონსულტაციებს დაიწყებს.

„ყველაზე მეტად რისიც ეშინია „ქართულ ოცნებას“ არის მიხეილ სააკაშვილი გარეთ, თავისუფლებაზე და საქართველოში. ეს იყო, არის და მომავალშიც იქნება ჩვენი მიზანი. მაგრამ ამ ეტაპზე, ყველანაირი პოლიტიკური თუ პრაგმატული წიაღსვლები უკან დაგვრჩება, ამ კაცის სიცოცხლე თუ არ გადავარჩინეთ. იმიტომ, რომ 2-3 დღის წინ, როდესაც მან შიმშილობა დაიწყო, მანამდეც ძალიან მძიმე იყო მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ის ე.წ. „რეფიდინგის“ პროცესით, რეაბილიტაციით და გამოჯანმრთელების კალაპოტში, საქართველოში ტყვეობის პირობებში ვერ ჩაჯდა. მისი ჯანმრთელობა კიდევ უფრო დამძიმდა და აქედან გამომდინარე, დღეს უახლოეს მომავალში მთავარია მიხეილ სააკაშვილის გაყვანა საქართველოს ფარგლებს გარეთ, იქ, სადაც შესაძლებლობა ექნება მიიღოს ადეკვატური სამედიცინო მომსახურება და მისი სიცოცხლე გადარჩეს“, - განაცხადა ცისკარიშვილმა.

ამასთან, ცისკარიშვილმა აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ გარდა 5 მარტს დაანონსებული აქციისა, სხვადასხვა ტიპის აქტივობებს მანამდეც გეგმავს და არა მარტო თბილისში, სხვა ქალაქებშიც.

„პარალელურად, ჩვენ გავმართავთ კონსულტაციებს ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან, როლებიც თანამონაწილე უნდა იყვნენ იმ პროცესის, რასაც მიხეილ სააკაშვილის გადარჩენის მიზნით ქვეყნიდან გაყვანა ჰქვია. ამასთანავე, კონსულტაციებს გავმართავთ სამედიცინო საზოგადოებასთანაც, რადგან ვიცით, რომ წინა შიმშილობის ფონზე დაანონსებული კიდევ ერთი შიმშილობა, ვფიქრობთ, ძალიან ეს პროცესი რთულად დავა. გული გვტკივა და გვეშინია, სხვადასხვა გაუთვალისწინებელი მოვლენები არ მოხდეს უცაბედად“, - განაცხადა ცისკარიშვილმა და დასძინა, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებთან კონსულტაციებიც შესაძლებელია, თუ ისინი მესიჯს ბიძინა ივანიშვილამდე მიიტანენ, რომ მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გაყვანა დაჩქარდეს.

„მაშინ ჩვენ მზად ვართ დიალოგი გვქონდეს და კონსულტაციები გავამართოთ ნებისმიერ ადამიანთან, იქნება ეს „ქართული ოცნებიდან“ თუ სხვა პარტიიდან“, - განაცხადა ცისკარიშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - თუ პრემიერი ფიქრობს, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შენელება ცუდია საქართველოსთვის, იგი ცდება
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2023
სტეპან გრიგორიანი - თუ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობები დალაგდა, ევროპასთან ჩინეთის დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტში სომხეთი იქნება გათვალისწინებული, მანამდე კი ამ თემაზე საუბარი შეუძლებელია
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
„იდეა დეველოპმენტი“ კიდევ ერთი პროექტის სამშენებლო სამუშაოების დასრულებას აანონსებს