ირაკლი ღარიბაშვილი - ვინც ჩვენს კანონებს პატივს არ სცემს, ამა თუ იმ ქვეყნის თუ მათი ხელმძღვანელების აბსოლუტურ იგნორს მოვახდენ

მე პრინციპულად განვაცხადე, რომ აღარ მსურს პატიმარზე საუბარი, მას შემდეგ, რაც 1-ელ ოქტომბერს დავაკავეთ, იგი ჩემთვის აღარ არის საინტერესო, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის შესახებ დასმულ კითხვაზე განაცხადა.

მისი თქმით, ის მიხეილ სააკაშვილზე საუბრობდა მანამ, სანამ ქვეყნისთვის და საზოგადოებისთვის საფრთხეს წარმოადგენდა.

„მე პრინციპულად განვაცხადე, რომ აღარ მსურს პატიმარზე საუბარი, მე ამ ადამიანზე ვსაუბრობდი მანამ, სანამ ის იყო რეალური საფრთხის მომტანი ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ეროვნული უსაფრთხოებისთვის და ჩვენი საზოგადოებისთვის. მას შემდეგ, რაც დავაკავეთ 1-ელ ოქტომბერს, იგი ჩემთვის აღარ არის საინტერესო.

მე შევახსენებ საზოგადოებას, რომ ციხის ადმინისტრაციას და პენიტენციურ დაწესებულებას 2 000 პატიმრის შიმშილობის გამოცდილება აქვს, როგორღაც კიდევ ერთი პატიმრის შიმშილობას მართავენ და საკმაოდ წარმატებულად. სხვა დანარჩენი სპეკულაციები ჩემთვის ნაკლებად საინტერესოა და არ ვაპირებ კომენტარის გაკეთებას“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კითხვაზე, სთხოვეს თუ არა უკრაინელმა კოლეგებმა მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში გადაყვანა, ირაკლი ღარიბაშვილი პასუხობს, რომ ეს ასე არაა და ამ თემაზე მხოლოდ ზოგადი საუბარი ჰქონდა უცხოელ კოლეგებთან.

„ეს არ არის ასე, საუბარი გვქონდა ზოგადად და მე ამის შესახებ გავავრცელე კიდევაც საჯარო განცხადება, მაგრამ მე მინდა გითხრათ შემდეგი - ვართ სუვერენული სახელმწიფო. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი სუვერენული სახელმწიფო და ვინც ჩვენი ქვეყნის კანონებს პატივს არ სცემს შესაბამისად, მეც აბსოლუტურ იგნორს მოვახდენ ამა თუ იმ ქვეყნის თუ მათი ხელმძღვანელების. ეს ზოგადად, ცხადად მინდა ვთქვა ამის თაობაზე. მე მინდა დაგარწმუნოთ, რომ ისეთი ვითარებაა დღეს მსოფლიოში, როგორ წარმოგიდგენიათ, რომ არა თუ სხვა ქვეყნებზე და პატიმრებზე ფიქრობდეს ამა თუ იმ ქვეყნის ლიდერი, ეს აბსურდია და საერთოდ მე მინდა ბოდიში მოვუხადო საზოგადოებას, რომ ასეთ აბსურდზე მიწევს კომენტარის გაკეთება“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა „რუსთავი 2-ის“ ეთერში.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია