თორნიკე შარაშენიძე - ახლა, როდესაც არავინ უწყის, როდის აგვინთებენ "მწვანე შუქს" ნატო-ში, რეალური გამოსავალია ამერიკის სამხედრო ბაზის განთავსება ან როტაციის სახით ამერიკელი სამხედროების ყოფნა

კიევის აღება, ეს იმდენად მძიმე სცენარია, რომ დარწმუნებული ვარ, ამაზე პუტინიც არ წავა - ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც პუტინი სწორედ უკრინაზეა გადართული თავიდან ბოლომდე, არის ის, რომ უკრაინა პოსტსაბჭოთა ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც რუსეთის დაბალანსება შეუძლია, - ამის შესახებ ექსპერტმა, თორნიკე შარაშენიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

როგორც შარაშენიძემ აღნიშნა, უკრაინას ბოლო 8 წლის განმავლობაში, შეეძლო უფრო მყარად დამდგარიყო ფეხზე და კრემლისთვის სათანადო პასუხი გაეცა, რაც მისი შეფასებით, ვერ მოხდა.

ექსპერტის თქმითვე, რუსეთი უკრაინაზე ზეწოლას გააგრძელებს და შეეცდება უკრაინა გააკოტროს.

„ახლა დონბასში ფეხის მყარად მოკიდებას ექნება ადგილი, იქ ჯარი შევიდა, ბაზებიც ჩადგება და როდესაც რუსეთი უფრო მეტად გაიმყარებს პოზიციებს, იქიდან გააგრძელებენ ზეწოლას დანარჩენ უკრაინაზე. ეს ზეწოლა ჯერჯერობით, სამწუხაროდ, კარგად გამოსდის. ამ პერიოდის განმავლობაში უკრაინამ დაკარგა მილიარდები, ინვესტორები გაიქცნენ, ოფისები იხურება და ა.შ. ახლა უკრაინა რეალურად გაძლების რეჟიმშია. დასავლეთი კი ამზადებს ფინანსური დახმარების პაკეტს, მაგრამ ასე მარტივი გამოხსნა არ იქნება, როგორიც ჩვენი გამოხსნა იყო 2008 წელს. ჩვენ გვეყო 3 მილიარდი, უკრაინას 3 მილიარდი ნამდვილად არ ეყოფა, გაცილებით დიდი ქვეყანაა და გაცილებით დიდ ხარჯებს მოითხოვს. იოლი დღეები ჩვენ მეგობარ ქვეყანას ნამდვილად არ უდგას. უკრაინას ბოლო 8 წელიწადი კარგად რომ გამოეყენებინა, ფეხზე უფრო მაგრად დამდგარიყო, რაც როგორც ჩანს, ვერ მოახერხა, 45-მილიონიანმა ქვეყანამ ამხელა ტერიტორიით, უნდა მოახერხოს რომ კბილებში მაგრად მისცხოს რუსეთს, მაგრამ ჯერჯერობით ეს ვერ მოახერხა.

კიევის აღება, ეს იმდენად მძიმე სცენარია, რომ დარწმუნებული ვარ, ამაზე პუტინიც არ წავა. ის ზეწოლას გააგრძელებს დონბასიდან, რომ გააკოტროს უკრაინა. უკრაინა პოსტსბჭოთა ერთადერთი სახელმწიფოა, რომელსაც რუსეთის დაბალანსება შეუძლია. ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც პუტინი სწორედ უკრაინაზეა გადართული თავიდან ბოლომდე, არის, ის არის პოსტსბჭოთა ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც შეუძლია რუსეთის დაბალანსება. მეორე მიზეზი არის ის, რომ უკრაინელები მიაჩნია რუსებად, ამას არც მალავს“, - განაცხადა შარაშენიძემ.

რაც შეეხება საქართველოს, მისი თქმით, დღეს არსებულ ვითარებაში მნიშვნელოვანია, ჩვენს ტერიტორიაზე აშშ-ს სამხედრო ბაზის განთავსება.

„ახლა ამ სიტუაციაში, მაშინ, როდესაც ნატო-ს სკეპტიკოსი ქვეყნები, არავინ უწყის, როდის აგვინთებენ ჩვენ მწვანე შუქს ნატო-ში, ყველაზე რეალური გამოსავალი არის ამერიკის სამხედრო ბაზის განთავსება ან როტაციის სახით, ამერიკელი სამხედროების ყოფნა. ერთადერთი სახელმწიფო, რომელსაც რუსეთის შეკავება შეუძლია, არის ამერიკა“, - აღნიშნა თორნიკე შარაშენიძემ.

გაამართლა თუ არა მართვის მოწმობის ასაღები გამოცდის რეალურ მოძრაობაში გადატანამ და როგორია ჩაბარება-ჩაჭრის მაჩვენებელი? - ინტერვიუ შსს-ს მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილესთან
კორნელი კაკაჩია - ამერიკელი ანალიტიკოსების აზრით, „საქართველო არის ქვეყანა, რომელმაც დაკარგა სტრატეგიული კომპასი“ და „ახლა ძრავაგაჩერებულ მანქანას ჰგავს, რომელიც ინერციით მოძრაობს“
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2022
ტერაბანკისა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, „ავეჯის აკადემიის“ საამქრო ახალი დანადგარებით აღიჭურვა
თბილისში „ელიტ ელექტრონიქსის“ ახალი კონცეფციის მაღაზია გაიხსნა
თბილისში „სმარტის“ 32-ე სუპერმარკეტი გაიხსნა
ბაზისბანკმა, შეღავათიანი აგრო კრედიტის ფარგლებში, ხილის გადამამუშავებელი ქარხანა დააფინანსა
ევექსი კლინიკებმა კამპანია - „გეკუთვნის“ დაიწყო
კახა ოქრიაშვილი - ჩვენი ეკონომიკა მინუსშია! დაბეჭდავენ ფულს, როგორც აქამდე და დაარიგებენ, ოღონდ ამ ფულით უფრო ნაკლებს ვიყიდით, ვიდრე დღეს ვყიდულობთ
წარმატება, რომელსაც BTU-მ 6 წლის განმავლობაში მიაღწია
ქართული ხალხური სიმღერის გამორჩეულ ოსტატსა და ლოტბარს, ტრისტან სიხარულიძეს სპეციალური ჯილდო - „მადლიერების ჩიტი“ გადაეცა