ვლადიმერ პუტინი - ვინც არ უნდა შეეცადოს ხელი შეგვიშალოს,  რუსეთის პასუხი იქნება დაუყოვნებლივი და მიგვიყვანს ისეთ შედეგებამდე, რაც აქამდე თქვენი ისტორიის განმავლობაში არასდროს გამოგიცდიათ

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დაემუქრა ყველა ქვეყანას, ვინც კრემლის მოქმედებებისთვის ხელის შეშლას გადაწყვეტს.

მისი თქმით, მათ ვინც გადაწყვეტს, რომ რუსეთს ხელი უნდა შეუშალოს ან რაიმე სახის საფრთხე შეუქმნას ქვეყანას და მის ხალხს, უნდა იცოდეს, რომ ოფიციალური მოსკოვის პასუხი მყისიერი იქნება და ისეთ შედეგს მოუტანს ამ ქვეყნებს, რაც მათ საკუთარი ისტორიის განმავლობაში არასდროს გამოუცდიათ.

„რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვა მათთვის, ვინც შეიძლება ცდუნდეს და მიმდინარე პროცესებში გარედან ჩაერიოს. ვინც არ უნდა შეეცადოს ხელი შეგვიშალოს და უფრო მეტიც, შეუქმნას რაიმე საფრთხე ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ხალხს, უნდა იცოდეს, რომ რუსეთის პასუხი იქნება დაუყოვნებლივი და მიგვიყვანს ისეთ შედეგებამდე, რაც აქამდე თქვენი ისტორიის განმავლობაში არასდროს გამოგიცდიათ. ჩვენ მოვლენების ნებისმიერი განვითარებისთვის მზად ვართ. ყველა აუცილებელი გადაწყვეტილება ამ მიმართულებით უკვე მიღებულია. იმედი მაქვს, რომ ჩემი ნათქვამი გაგონილი იქნება,“- განაცხადა პუტინმა.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
პირველი ფაზის ბოლო შეთავაზება „თბილისის აკრებში“
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო