ირაკლი კუპრაძე - უკრაინელი ხალხის თავშესაფრით დასახმარებლად კამპანიას ვიწყებთ

„ლელო საქართველოსთვის“ წევრის ირაკლი კუპრაძის განცხადებით, უკრაინელი ხალხის თავშესაფრით დასახმარებლად კამპანიას იწყებს.

კუპრაძემ საქართველოში არსებულ ბიზნესს და სასტუმრო ჯგუფებს მიმართა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის პირობებში, უკრაინელ ქალებს და ბავშვებს დროებითი თავშესაფარი შესთავაზონ.

„საქართველოში არსებულ ბიზნესს და სასტუმრო ჯგუფებს მივმართავ, გამოიჩინეთ უმაღლესი პასუხისმგებლობა და გადაარჩინეთ ქვეყნის ღირსება, შესთავაზეთ დროებითი თავშესაფარი ქალებს-ბავშვებს უკრაინიდან, სანამ ომი იქნება მათი სიცოცხლისთვის საფრთხე. დღეს ქვეყნის ღირსების შენარჩუნება ისევ ჩვენვე უნდა შევძლოთ და ჩვენი ხმა ისმოდეს.

პირველივე მსურველი გამოჩნდა „მგზავრები ჯგუფის“ სახით, რომელიც მზადაა, ბათუმში, ბაკურიანში, გონიოში, თბილისში თავისი სასტუმრო კორპუსები დაუთმოს უკრაინელ ბავშვებს-ქალებს და ომის მსხვერპლებს, რომ დროებითი თავშესაფარი ჰქონდეთ ომის მიმდინარეობისას.

„მგზავრები ჯგუფს" დავით ცერცვაძე და ლევან ყარალაშვილი წარმოადგენენ. დაიმახსოვრეთ ეს სახელები.

შემოუერთდით ამ უმნიშვნელოვანეს საქმეს და ყველას მოუწოდეთ, ვისაც აქვს შანსი, იყოს ჩვენი ქვეყნის საუკეთესო სახე ამ მძიმე დროს,“ - აცხადებს ირაკლი კუპრაძე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა