კიევს მოსახლეობის ნაწილი ავტომობილებით ტოვებს

უკრაინის დედაქალაქ კიევს მოსახლეობის ნაწილი ავტომობილებით ტოვებს. მედიასაშუალებებში ვრცელდება გრძელი საცობების ამსახველი ფოტომასალა. მოსახლეობის ნაწილმა კიევის დატოვება რუსეთის თავდასხმის შემდეგ დაიწყო. ავტომანქანები დასავლეთით მიემართებიან, იმ ადგილისგან მოშორებით, სადაც დღეს დილით გავრცელებული ინფორმაციით აფეთქება მოხდა.

CNN-ის ინფორმაციით, კიევში, მეტროები იმპროვიზირებულ ბუნკერებად გადაიქცა. მათივე ინფორმაციით, კიევის მეტროები სავსეა ხალხით, რომელთაც სხვადასხვა საჭიროების ნივთები აქვთ მომარაგებული.

ცნობისთვის, ვრცელდება ინფორმაცია, რომ კიევში აფეთქების ხმა ქალაქის აღმოსავლეთიდან ბორისპოლის აეროპორტის მიდამოებიდან ისმოდა.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
პირველი ფაზის ბოლო შეთავაზება „თბილისის აკრებში“
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო