პარტია „ევროპელი დემოკრატები“ უკრაინის მხარდამჭერ განცხადებას აქვეყნებს

პარტია „ევროპელი დემოკრატები“ უკრაინაში რუსეთის მიერ განხორციელებულ საომარ მოქმედებებს ეხმაურება. პარტია მხარდაჭერას უცხადებს უკრაინელ ხალხს და საქართველოს მთავრობას უკრაინის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.

„როგორც მოსალოდნელი იყო, რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეტევა წამოიწყო. ეს არის 2008 წლის ომის გამეორება, რომელიც რუსეთმა საქართველოში განახორციელა. ეს ომი არ დასრულებულა. უკრაინაზე შეტევა ადასტურებს, რომ რუსეთი ცდილობს ე.წ. საბჭოთა კავშირის აღდგენას.

„ევროპელი დემოკრატები“ სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ უკრაინას და უკრაინელ ხალხს. საერთაშორისო თანამეგობრობის და პარტნიორების მიერ ყველაფერი უნდა გაკეთდეს ომის შესაჩერებლად და უკრაინის სუვერენიტეტის შესანარჩუნებლად, რათა უკრაინამ რუსეთის აგრესიას გაუძლოს და საკუთარი ქვეყანა დაიცვას.

მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას დახმარება გაუწიოს უკრაინელ ხალხს: დევნილებს, ბავშვებს, ქალებს. ეს შესაძლოა იყოს, როგორც ჰუმანიტარული დახმარება, ასევე დახმარება მათი უსაფრთხოების დასაცავად. მე, როგორც დევნილს, ეს ყველაფერი გამივლია და კარგად ვიცი, რას ნიშნავს დევნილობა.

დღეს საქართველომ უკრაინას ღია მხარდაჭერა უნდა გამოუცხადოს. უკრაინელი ხალხის მიმართ სოლიდარული უნდა იყოს საქართველოს თითოეული მოქალაქე, ვისთვისაც საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტი ძვირფასია. ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რა საფრთხეები ახლავს რუსულ აგრესიას უკრაინაში. თუ არ მოხდა რუსეთის შეჩერება და უკრაინა დამარცხდა, რუსეთის შემდეგი სამიზნე საქართველო იქნება, რადგან ჩვენ ვართ „გასაღები“ რუსეთისთვის ამიერკავკასიაში ე.წ. საბჭოთა კავშირის აღდგენისთვის.

საერთაშორისო თანამეგობრობამ უნდა დაიწყოს აქტიური მუშაობა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოსთან, რათა რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგ საერთაშორისო სისხლის სამართლის სანქციების გამოყენება მოხდეს. ამ პროცესში მონაწილეობა უნდა მიიღოს საქართველომ, რადგან უკრაინაში განხორციელებული აგრესია კიდევ ერთი მტკიცებულებაა ჰააგის სასამართლოსთვის, რომ რუსეთმა 2008 წლის აგვისტოში საქართველოს წინააღმდეგ აგრესია განახორციელა და ეს სცენარი ზუსტი ანალოგით დღეს უკრაინაში მეორდება. რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგ, რომელმაც უკრაინაში ომი წამოიწყო, საერთაშორისო სისხლის სამართლის მკაცრი სანქციები უნდა ამოქმედდეს“, - განაცხადა პარტია „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარე პაატა დავითაიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - ჩვენ ხელიდან ვუშვებთ იმის შანსს, რომ საქართველო იყოს არა მარტო ყურადღების ცენტრში, არამედ დიდი მოთამაშეების ინტერესებში, ამგვარი ვითარება მხოლოდ ერთ ქვეყანას - რუსეთს აძლევს ხელს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.02.2026
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო