გიგი უგულავა - უშიშროების საბჭოს სხდომა უნდა მოიწვიონ და პარლამენტის რიგგარეშე სესია დაინიშნოს - დღეს იმის ფუფუნება არ გვაქვს, რომ ჩირგვში ვისხდეთ

მინდა ირაკლი ღარიბაშვილს შევახსენო, რომ ჩვენი დამოუკიდებლობა სისხლით არის მოპოვებული და ის ვერ გახდება მომავალში „ცეკას” მდივანი, როდესაც დიდი ბიჭები ომს დაამთავრებენ, ამიტომ უნდა გაინძრეს ეს მთავრობა და იყოს მკაფიო, როგორც არასდროს, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა ლიდერმა გიგი უგულავამ უკრაინაში მიმდინარე პროცესების კომენტირებისას განაცხადა.

გიგი უგულავას შეფასებით, მთავრობამ უშიშროების საბჭოს სხდომა უნდა მოიწვიოს და პარლამენტის რიგგარეშე სესია დანიშნოს, რათა ქართულმა პოლიტიკურმა სპექტრმა ცალსახა პოზიცია გამოხატოს.

მისივე თქმით, არ გვაქვს ფუფუნება, რომ ჩირგში ვისხდეთ, ვინაიდან ეს პოლიტიკა სრულიად გაანადგურებს ჩვენს სახელმწიფოებრიობას.

„ამ მძიმე ვითარებაში რომელშიც მთელი რეგიონი იმყოფება უკიდურესად ბრმა, ზერელე და ზედაპირული უნდა იყო, რომ ვერ ხვდებოდე რა მდგომარეობაშია ჩვენი ქვეყანა. ძალიან საგანგაშო იყო პრემიერ-მინისტრის განცხადება, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის პრობლემას ვერ ხედავს. ჩემი აზრით, უსწრაფესად უშიშროების საბჭოს სხდომა უნდა მოიწვიოს და პარლამენტის რიგგარეშე სესია დაინიშნოს, რათა ცალსახა პოზიცია გამოხატოს ქართულმა პოლიტიკურმა სპექტრმა. დღეს არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ჩირგვში ვისხდეთ, ეს პოლიტიკა სრულიად გაანადგურებს ჩვენს სახელმწიფოებრიობას”, - აღნიშნა გიგი უგულავამ.

მისივე აზრით, გვჭირდება სრულიად პოლიტიკური კონსოლიდაცია მათ შორის მიხეილ სააკაშვილის მონაწილეობით და ყველა უნდა საზღვრავდეს რას გააკეთებს ქვეყანა იმისთვის, რომ დავიცვათ ჩვენი დამოუკიდებლობა.

„სრულიად პოლიტიკური კონსოლიდაცია გვჭირდება ყველა პოლიტიკური მოთამაშის, პირველ რიგში მიხეილ სააკაშვილის, რომელიც არის უკრაინის მოქალაქე. ჩვენ რომ ნორმალური ქვეყანა ვიყოთ ერთ მაგიდასთან უნდა ისხდნენ სააკაშვილიც, ივანიშვილიც და ყველა უნდა ვსაზღვრავდეთ რას გააკეთებს ქვეყანა იმისთვის, რომ დავიცვათ ჩვენი დამოუკიდებლობა. მინდა ღარიბაშვილს შევახსენო, რომ ჩვენი დამოუკიდებლობა სისხლით არის მოპოვებული და ის ვერ გახდება მომავალში ,,ცეკას” მდივანი, დიდი ბიჭები ომს რომ დაამთავრებენ, ამიტომ უნდა გაინძრეს ეს მთავრობა და იყოს მკაფიო როგორც არასდროს”, - აღნიშნა გიგი უგულავამ.

ანდრო გოცირიძე - რუსული სპეცსამსახური საქართველოში ახორციელებს საოკუპაციო რეჟიმს, მასთან ურთიერთობა პოზიტიურ ჭრილში გამორიცხულია
ქართული პრესის მიმოხილვა 08.06.2023
ტომას გრემი - აშშ-ს არ აქვს არავითარი ინტერესი, რომ საქართველო უშუალოდ ჩაერთოს უკრაინის კონფლიქტში და გნებავთ, „მეორე ფრონტი“ გაიხსნას
რეიტინგული ტელეარხების საუკეთესო შეთავაზებით დიჯიტალ ტვ განვითარებას აგრძელებს
„სილქნეტის“ ახალი ნომრის გააქტიურება და ქსელში ჩართვა „სმარტის“ მარკეტებში შეგეძლებათ
თბილისში, სააკაძის მოედანზე „ქეი ეფ სის“ ახალი რესტორანი გაიხსნა
საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანია GM PHARMA ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის აღნიშვნას საინტერესო აქტივობებით შეუერთდა
კერძო სკოლა „ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში“ აცხადებენ, რომ საგანმანათლებლო დაწესებულების ტერიტორიაზე ასაფეთქებელი ნივთიერების არსებობა არ დადასტურდა