გიული ალასანია - პრეზიდენტი ზელენსკი, მიუხედავად მძიმე მდგომარეობისა, მაინც იცლის, ჩემი შვილის პრობლემაც აინტერესებს და ჩართულია

მქონდა კომუნიკაცია ჩემი შვილის უკრაინელ ადვოკატთან, რომელიც ხვალ აპირებდა ჩამოსვლას. როგორც ჩანს, შექმნილ ვითარებაში ეს აღარ მოხერხდება, მაგრამ ოპტიმისტურად იყო განწყობილი და მითხრა, რომ ამოქმედებული აქვთ ყველა ბერკეტი. პრეზიდენტი ზელენსკი მიუხედავად მძიმე მდგომარეობისა მაინც იცლის, ჩემი შვილის პრობლემაც აინტერესებს და ჩართულია, - ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის შეთავაზება, რომლითაც მისი სამკურნალოდ გადაყვანა უკრაინაში უნდა მოხდეს, საპასუხოდ კი უკრაინიდან ქართულ პოლიტიკაზე საუბარს შეწყვეტს, ხელისუფლებისთვისაც მისაღები უნდა იყოს.

,,დარწმუნებული ვარ, რომ ამ წინადადებას განიხილავენ, თუმცა რა შედეგი მოჰყვება არ ვიცი. ეს შეთავაზება ხელისუფლებისთვისაც იქნება მისაღები, მაგრამ მიჭირს ვარაუდი რა დასკვნას გამოიტანენ.

ბოლო ხანებში ბევრი პრობლემა და დამატებითი გამოწვევები გაჩნდა, ამიტომ შეიძლება დისკომფორტი შექმნილიყო მათთვის.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენები წარმოადგენს საფრთხეს არამხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მსოფლიოსთვის, პუტინმა დღეს ომი გამოუცხადა მთელს მსოფლიოს, ფიქრობს, რომ რუსეთს საზღვრები არ აქვს, სრულიად არაადეკვატურ განცხადებებს აკეთებს. დღეს მთელი დასავლეთი უკრაინის მხარეზეა და როდესაც დასავლეთი გაერთიანდება ვერანაირი რუსეთი მას ვერ აღუდგება”, - აღნიშნა გიული ალასანიამ.

კორნელი კაკაჩია - თუ ხელისუფლებას უნდა ქვეყანამ ევროპული მიმართულებით  თანმიმდევრულად იაროს, მან უნდა შექმნას პირობები, რომ ამ გზაზე პოლიტიკურ სპექტრში და საზოგადოებაში ფართო კონსენსუსი იქნა მიღწეული
რა ხდება ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების ურთიერთობაში? - ინტერვიუ დაზღვევის კავშირის აღმასრულებელ მდივანთან, ლაშა ნიკოლაძესთან
ქართული პრესის მიმოხილვა 30.11.2023
1 იანვრიდან შპს „თელავგაზის“ არასაყოფაცხოვრებო (კომერციული) მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის საფასური შეიცვლება
1 იანვრიდან შპს „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და სს „საქორგგაზის“ არასაყოფაცხოვრებო (კომერციული) მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის საფასური შეიცვლება
CROSSOVER: კიდევ ერთის ძალა - ლურჯი ოკეანე ახალ, ყოველწლიურ ბიზნესღონისძიებას იწყებს
ზუმერის e-Commerce ევოლუცია - 5 მთავარი სიახლე zoommer.ge-ზე
სილქნეტი - დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად სამხედრო ატაშეების მარათონი გაიმართა
1 დეკემბერი - შიდსის მსოფლიო დღე - შიდსის ჯანდაცვის ფონდი გვახსენებს - „ჯერ არ დასრულებულა“
„ნექსია საქართველოს“ მმართველი პარტნიორი, გელა მღებრიშვილი Nexia-ს ქსელის EMEA-ს ბორდის წევრად აირჩიეს
სილქნეტი და Visa პირველ ერთობლივ აქციას აანონსებენ
გერმანული ტექნოლოგიით წარმოებული „იტონგის“ აირბლოკი, კომუნალური ხარჯების 40%-მდე დაზოგვის საშუალებას იძლევა - ინოვაცია ქართულ ბაზარზე