დავით უსუფაშვილი - პარლამენტში უნდა მოვუსმინოთ მთავრობას, რა დონეზეა საქართველოს თავდაცვისუნარიანობა, როგორია ჩვენი ენერგეტიკული და სასურსათო უსაფრთხოების საკითხები

მივმართავ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს, მიმართოს საქართველოს პრეზიდენტს რიგგარეშე სხდომის მოწვევის თაობაზე, რათა პარლამენტში ვიმსჯელოთ იმაზე, თუ როგორ ვართ მზად ამ გამოწვევებთან გასამკლავებლად. მოვუსმინოთ მთავრობას, როგორია დღევანდელი მდგომარეობა საქართველოს თავდაცვისუნარიანობის კუთხით, როგორია ჩვენი ენერგეტიკული და სასურსათო უსაფრთხოების საკითხები, - ამის შესახებ პარტია "ლელო საქართველოსთვის" წევრმა, დავით უსუფაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, დღეს არსებული ვითარება საქართველოს უმაღლესი სახელისუფლებო ორგანოების გამართულ და მწყობრ ფუნქციონირებას მოითხოვს, ვინაიდან უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე საქართველოს არანაკლები ხიფათი ემუქრება.

"დღეს შექმნილია ვითარება, რომელიც საქართველოს უმაღლესი სახელისუფლებო ორგანოების გამართულ და მწყობრ ფუნქციონირებას მოითხოვს. დღეს არის ვითარება, როდესაც საჭიროა პოლიტიკური კონსოლიდაცია, ეროვნული კონსოლიდაცია, ვინაიდან საქართველოს არანაკლები ხიფათი ემუქრება განვითარებული მოვლენების ფონზე. ამიტომ მივმართავ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ბატონ შალვა პაპუაშვილს, მიმართოს საქართველოს პრეზიდენტს რიგგარეშე სხდომის მოწვევის თაობაზე, რათა პარლამენტში ვიმსჯელოთ იმაზე, თუ როგორ ვართ მზად საქართველო, ჩვენი ერთიანი სამშობლო, ერთიანი სახელმწიფო, ამ გამოწვევებთან გასამკლავებლად. მოვუსმინოთ მთავრობას, როგორია დღევანდელი მდგომარეობა საქართველოს თავდაცვისუნარიანობის კუთხით, როგორია ჩვენი ენერგეტიკული და სასურსათო უსაფრთხოების საკითხები, როგორია ალტერნატიული გზები იმისათვის, რომ განსაკუთრებითი მიმართულებით, რომელზეც სამწუხაროდ, გაზრდილია საქართველოს დამოკიდებულება რუსეთზე, ესაა ენერგეტიკა, სასურსათო უსაფრთხოება, რა დივერსიფიცირების გზები გვაქვს. ვიმსჯელოთ იმაზე, როგორ იქნება უზრუნველყოფილი სტრატეგიული ობიექტების გამართული ფუნქციონირება, მიუხედავად იმისა, როგორ განვითარდება მოვლენები და დავუმტკიცოთ და დავანახოთ ქართველ ხალხს, რომ ამ მძიმე ვითარებაში ჩვენ ყველა ვდგავართ ერთად, სახელმწიფო სტრუქტურები, პოლიტიკური ძალები. დღეს სახელმწიფოს ეროვნული ინტერესები არის ყველაზე და ყველაფერზე მაღლა. ეს უნდა გაკეთდეს საქართველოს პარლამენტში,“ - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს