მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებას - არ მინდა, რომ  ხელი მოაწეროთ საქართველოს მორიგი პრეზიდენტის მკვლელობას, რაც ახლა ხორციელდება

არ მინდა, რომ ხელი მოაწეროთ საქართველოს მორიგი პრეზიდენტის მკვლელობას, რაც ახლა ხორციელდება, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა მის სასამართლო პროცესზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, სიკვდილისთვისაც მზად არის.

„მინდა იცოდეთ, რომ მზად ვარ სიკვდილისთვისაც. როცა მოვდიოდი, ძალიან კარგად ვიცოდი, რომ ნებისმიერ მომენტში შეიძლება ეს მომხდარიყო. ეს არ არის შანტაჟი, ეს უბრალოდ ჩემი სურვილია. არ მინდა, რომ ხელი მოაწეროთ საქართველოს მორიგი პრეზიდენტის მკვლელობას, რაც ახლა ხორციელდება და საქართველო მთელი მსოფლიოს თვალში საკუთარი პრეზიდენტების სერიულ მკვლელად ვაქციოთ", - განაცხადა სააკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება გასული წლის პირველ ოქტომბერს დაიწყო. აღნიშნული საქმის ფარგლებში ბრალდება კიდევ 4 პირს - ელგუჯა ცომაიას, ზურაბ და შალვა წოწორიებსა და გიორგი ნარიმანიძეს აქვთ წაყენებული და ის ცალკე წარმოებად მიმდინარეობს. მათ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გირაოს სანაცვლოდ შეეცვალათ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო