ლატვიის, ესტონეთის და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები - უკრაინელო მეგობრებო, ჩვენ თქვენს ისტორიულ დედაქალაქ კიევში ვართ და მხარს გიჭერთ

ძვირფასო უკრაინელო მეგობრებო, ჩვენ თქვენს ისტორიულ დედაქალაქ კიევში ვართ, მხარს გიჭერთ თქვენ და ყველაფერს ვაკეთებთ, რომ აგრესორმა მაქსიმალური ფასი გადაიხადოს. "სლავა უკრაინა"! - ამის შესახებ ლატვიის, ესტონეთის და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც უკრაინის მხარდასაჭერად გაავრცელეს.

„ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრები უმკაცრესად ვგმობთ რუსეთის ღია, ფართომასშტაბიან აგრესიას დამოუკიდებელი, მშვიდობიანი და დემოკრატიული უკრაინის წინააღმდეგ. აგრესიის ეს აქტი მიუღებელია, ეს არის საერთაშორისო სამართლის, ყველა საერთაშორისო ნორმის აშკარა დარღვევა და დანაშაული უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ, რომელსაც ჩვენ ვგმობთ. ყველა ჩვენგანმა, მთელ საერთაშორისო საზოგადოებაში, უნდა დავგმოთ ეს რაც შეიძლება მკაცრად, რუსეთს რაც შეიძლება მკაცრი სანქციები უნდა დაუწესდეს, მათ შორის SWIFT-დან გათიშვა და მისი პოლიტიკური იზოლაცია,“- აღნიშნულია განცხადებაში.

ლატვიის, ესტონეთის და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები უკრაინის დახმარებისკენ მოუწოდებენ.

„ჩვენ დაგვჭირდება უკრაინელი ხალხის იარაღით, საბრძოლო მასალითა და ნებისმიერი სხვა სახის სამხედრო მხარდაჭერით სასწრაფოდ უზრუნველყოფა, იმისთვის, რომ დაიცვას საკუთარი თავი, ისევე როგორც ეკონომიკური, ფინანსური და პოლიტიკური დახმარებისა და მხარდაჭერის აღმოჩენა,“- ნათქვამია განცხადებაში.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია