მაკა ბოჭორიშვილი - გარდა, ცხელი შეიარაღებული კონფლიქტისა, სახეზე არის საინფორმაციო ომიც და მნიშვნელოვანია პირველწყაროდან გვქონდეს სრული ინფორმაცია, ამას ემსახურებოდა პირველ რიგში შეხვედრა უკრაინის ელჩთან

გარდა, ცხელი შეიარაღებული კონფლიქტისა, სახეზე არის საინფორმაციო ომიც და მნიშვნელოვანია პირველწყაროდან გვქონდეს სრული ინფორმაცია, ამას ემსახურებოდა პირველ რიგში შეხვედრა უკრაინის ელჩთან, - ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებთან საქართველოში უკრაინის ელჩთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინას. მისივე თქმით, უკრაინის ელჩმა მათ მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

"პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად შევხვდით უკრაინის ელჩს საქართველოში. ჩემთვის უკიდურესად შემაშფოთებელია ის ვითარება, რაც დღეს არის უკრაინაში. უხეშად ირღვევა საერთაშორისო სამართლის ყოველი ნორმა და ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი. ჩვენ პირველწყაროდან მოვისმინეთ ინფორმაცია უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან გარდა ცხელი შეიარაღებული კონფლიქტისა, სახეზე არის საინფორმაციო ომიც და მნიშვნელოვანია პირველწყაროდან გვქონდეს სრული ინფორმაცია და ამას ემსახურებოდა პირველ რიგში შეხვედრა უკრაინის ელჩთან. საქართველო, რა თქმა უნდა, მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და გმობს იმ აგრესიას, რაც ჩვენი მეგობარი ქვეყნის მიმართ ხორციელდება და ვთვლით, რომ ის არ არის მხოლოდ უკრაინის წინააღმდეგ მიმართული აგრესია, ის საფრთხის ქვეშ აყენებს ევროპის უსაფრთხოებას. ხელისუფლება მტკიცე მხარდაჭერას გამოხატავს უკრაინის მიმართ, უკრაინის ელჩმა გადაგვიხადა მადლობა იმ მხარდაჭერისთვის, რაც საქართველოს მხრიდან გამოიხატება ყველა საერთაშორისო ფორმატის ფარგლებში უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად და მეგობარი ხალხის და ქვეყნის დასაცავად,"- განაცხადა ბოჭორიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა