მიხეილ სააკაშვილი - ვალდებულებას ავიღებ საზღვარგარეთ ყოფნის დროს, რაიმე ფორმით ქართულ პოლიტიკაში არ ჩავერიო

ვალდებულებას ავიღებ საზღვარგარეთ ყოფნის დროს, რაიმე ფორმით ქართულ პოლიტიკაში არ ჩავერიო, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, თუკი მას განაჩენს გადაუვადებენ და მისი კიევში გადაყვანა განხორციელდება, ის ყველა მომხრეს საპროტესტო აქტიურობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს.

„მოგმართავთ, რომ დათანხმდეთ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წინადადებას და მოახდინოთ ჩემი სამედიცინო ტრანსფერი ქალაქ კიევში. გადამივადოთ განაჩენი დროებით, სანამ სიტუაცია არ დასტაბილურდება. მე ვარ უკრაინის მოქალაქე, მე ვარ უკრაინის ნაციონალურ რეფორმათა საბჭოს მოქმედი თავმჯდომარე. ჩემი ოფისი განლაგებულია პირდაპირ პრეზიდენტ ზელენკის ოფისის გვერდით და დღესაც მუშაობს, სხვათა შორის, მათთან ყოველდღიური კონტაქტი მაქვს. როგორც კი ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა და ზოგადად, სიტუაცია ოდნავ დასტაბილურდება, ამის შემდეგ პატიოსან სიტყვას გაძლევთ და მე ჩემს სიტყვას არასდროს ვარღვევ, ვთქვი, რომ ჩამოვიდოდი და ჩამოვედი, ვიცოდი, რითი დამთავრდებოდა. თუ გადაწყვეტთ ამ სისხლის სამართლებრივი დევნის გაგრძელებას, რომელსაც უსამართლოდ მივიჩნევ, პირველივე გამოძახებაზე თბილისში ჩამოვალ. თქვენ იცით, რომ ეს ასე იქნება, თუ რა თქმა უნდა, ცოცხალი დავრჩი იმ ყველაფრის შემდეგ, რაც იქ ხდება. თუ კიევში ჩემს ტრანსფერს დათანხმდებით, განახორციელებს მესამე დიდი ევროპული ქვეყანა, რომლისგანაც შემოთავაზება გაქვთ და იცით, რომ ეს შემოთავაზება არაერთგზის ყოფილა. თუ თქვენ ამ წინადადებას დათანხმდებით, მოვუწოდებ ყველა მომხრეს, საპროტესტო აქტიურობის შეწყვეტისკენ ამ პერიოდში. ყოველ შემთხვევაში, ჩემთან დაკავშირებული ნებისმიერი საპროტესტო აქტიურობის შეწყვეტისკენ“, -განაცხადა სააკაშვილმა.

ის საქართველოს ხელისუფლებას სთხოვს, რაციონალურად და განსჯით მიუდგეს მის წინადადებას. თავის მხრივ კი, ის მზად არის, „ყველა ის წამება და ცუდი მოპყრობა დაივიწყოს, რაც ციხეში გადაიტანა”.

„ავიღებ ვალდებულებას ჩემი საზღვარგარეთ ყოფნის დროს, არ ჩავერიო ქართულ პოლიტიკაში რაიმე ფორმით. თუ ჩამომიყვანთ, ეს პირობა აღარ შესრულდება, მე კარგად ვაცნობიერებ, რომ კიევში ჩასვლა ახლა ძალიან სარისკოა. მათ ჯგუფებს აქვთ სახელები და გვარები იმ ადამიანების, ვისი განადგურებაც უნდათ და ერთ-ერთი პირველი ადგილი მიკავია, ეს ვიცი, როგორც უტყუარი ფაქტი. ვთხოვ საქართველოს დღევანდელ ხელმძღვანელობას, რაციონალურად და განსჯით მიუდგეს ჩემს ამ წინადადებას და თავის მხრივ მზად ვარ, დავივიწყო ყველა ის წამება და ცუდი მოპყრობა, რაც ციხეში გადავიტანე და ბევრი სხვა რამ. საქმე ეხება ბევრად მნიშვნელოვანს, სხვა ყველა უთანხმოება წვრილმანად ჩანს იმასთან შედარბით, რაც დღეს ხდება, მაქვს თქვენი საღი აზრის იმედი. ჩემი შიმშილობა, რა თქმა უნდა, გრძელდება, მაგრამ როგორც გითხარით, მინდა აქტივისტებს ვთხოვო, ამ დღეებში საპროტესტო მოქმედებებისგან თავი შევიკავოთ. მზად ვარ სიკვდილისთვის. როცა მოვდიოდი, ძალიან კარგად ვიცოდი, რომ ნებისმიერ მომენტში ეს შეიძლება მომხდარიყო. ეს არ არის შანტაჟი, ეს უბრალოდ ჩემი სურვილია. არ მინდა, რომ თქვენ ხელი მოაწეროთ საქართველოს მორიგი პრეზინდენტის მკვლელობას, რაც ახლა ხორციელდება და საქართველო ვაქციოთ საკუთარი პრეზიდენტების სერიულ მკვლელად“, - განაცხადა სააკაშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს