საქართველოს პარლამენტი უკრაინასთან დაკავშირებით ახალ რეზოლუციაზე მუშაობს

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, უმრავლესობის ინიციატივით, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი, უკრაინასთან დაკავშირებით რეზოლუციის ახალ პროექტზე მუშაობს.

როგორც ქადაგიშვილი აღნიშნავს, თითოეული გადაწყვეტილება, იქნება ეს რეზოლუცია თუ სხვა, უნდა იქნას მიღებული იმ საფრთხის გათვალისწინებით, რის წინაშეც უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის ფონზე საქართველო და ევროპის დიდი ნაწილი დადგა. რისკების და საფრთხეების ნაწილში, ქადაგიშვილი ბიბილოვის განცხადებაზეც ამახვილებს ყურადღებას და აცხადებს, რომ სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს საფრთხეების თავიდან ასაცილებლად.

„რა თქმა უნდა, სახეზე გვაქვს რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი აგრესია, სუვერენული სახელმწიფოს, უკრაინის წინააღმდეგ, რაც არის მიუღებელი და იმსახურებს დაგმობას, რაც საფრთხეს უქმნის არა მარტო უკრაინას, არამედ მთელ კონტინენტს, ევროპას და ამ საფრთხის საშიშროება დგება, რა თქმა უნდა, საქართველოს წინაშეც იმ სამხედრო მოვლენების და ოპერაციების ფონზე, რაც უკრაინაში ხდება, აქედან გამომდინარე, ჩემი პოზიციაა, რომ საქართველოს მხრიდან გადადგმული ნაბიჯი უნდა იყოს შეთანხმებული ჩვენს პარტნიორებთან ერთად, უნდა გამოვდიოდეთ საქართველოს ინტერესებიდან და არანაირად არ უნდა მივცეთ საბაბი იმისათვის, რომ რუსეთს თავისი აგრესიის საქართველოზე გავრცელების საშუალება მიეცეს. აქედან გამომდინარე, უნდა იყოს ყველა ის განცხადება, ყველა რეზოლუცია, რომელსაც სხვათა შორის ჩვენც ვამზადებთ უკვე, რომ ეს მოვლენები საქართველოში ესკალაციის გადმოტანასთან დაკავშირებით მაქსიმალურად იქნას აცილებული. მოგეხსენებათ, ამ გეგმის შესაძლო განხორციელებასთან დაკავშირებით ერთი საგანგაშო სიგნალი გაჟღერებული იქნა, როცა ბიბილოვმა, ოკუპირებული რეჟიმის წარმომადგენელმა განაცხადა, "ვიწყებთ მზადებას შესაძლო ქართული პროვოკაციებისგან თავდასაცავადო“. აქედან გამომდინარე, სიტუაციას უნდა შევხედოთ არა შიდა დღის წესრიგიდან გამომდინარე, რომ „აბა, ახლა ჯინაზე, რას გაგიკეთებ და თავზე დაგაქცევ“, არამედ უნდა ვიმოქმედოთ იქიდან გამომდინარე, რომ ეს არის რეალური საფრთხე, რომელიც ევროპის კონტინენტის დიდ ნაწილს და მათ შორის, საქართველოს ემუქრება და ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ არიდებული იქნას საფრთხე,“ - განაცხადა ქადაგიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო