ჰუბერტ ქნირში - იქნება სანქციები, რომლის მსგავსიც მსოფლიოს აქამდე არ უნახავს

იქნება სანქციები, რომლის მსგავსიც მსოფლიოს აქამდე არ უნახავს, - ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა განაცხადა.

ჰუბერტ ქნირშის თქმით, დასავლეთის ქვეყნებს რუსეთთან მიმართებაში ერთნაირი პოზიცია აქვთ.

„დღეს ჩვენ მოვედით აქ, რათა უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ სოლიდარობა გამოვხატოთ. ევროკავშირის ლიდერები დღეს შეხვედრას გამართავენ, რათა რუსეთს მკაცრი სანქციები დაუწესონ. ეს იქნება სანქციები ფინანსურ და ტექნოლოგიურ სფეროებში. მე არ ვფიქრობ, რომ დღეს დიპლომატიამ კრახი განიცადა. ის ფაქტი, რომ პრეზიდენტმა პუტინმა უგულებელყო დიპლომატია და საერთაშორისო წესრიგი, არ ნიშნავს რომ ეს ყველაფერი არასწორია. მჯერა, რომ საბოლოოდ ეს პრინციპები გაიმარჯვებენ“, - განაცხადა ელჩმა.

ჟურნალისტების შეკითხვაზე, არის თუ არა სანქციები რუსეთის შესაჩერებლად საკმარისი, გერმანიის ელჩმა განაცხადა:

„ეს იქნება სანქციები, რომლის მსგავსიც მსოფლიოს აქამდე არ უნახავს. ეს არის ძალიან ძლიერი სანქციები. ჩვენ ვიცით, რომ გერმანული ტექნოლოგიები მნიშვნელოვანია რუსეთისთვის. ჩვენ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ვმუშაობთ. ამასთან გერმანიამ შეაჩერა Nord Stream 2-ის მილსადენი. ეს არის სანქციები, რომლებიც რუსეთის ეკონომიკაზე უკვე გავლენას ახდენენ. თქვენ ასევე შეგიძლიათ ნახოთ როგორ შეიცვალა რუსეთის საფონდო ბირჟები. სამწუხაროდ, ეს იქნება ძალიან მტკივნეული რუსეთში მცხოვრები ბევრი ადამიანისთვის“, - აღნიშნა ჰუბერტ ქნირშმა.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა